"რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს არ გამოვიძახებ. იქ იმდენი ბავშვი დაობლდა" - განაცხადა უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ პეტრაკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს არ გამოიძახებს.

"თქვენ მე მითხარით, აი, ავდგები და რუსეთიდან ფეხბურთელებს ვუხმობ - დამიჯერებთ? არა? გესმით, მოცემული მომენტისთვის, გულწრფელად გეტყვით, მე რუსეთის ჩემპიონატიდან მოთამაშეთა მოწვევის საკითხს არ განვიხილავ. და იცით რატომ?

თებერვალში სახლში ვიჯექი, თავად გესმით - პანდემია, რამდენი ხანი არ მიმუშავია. ვუთხარი მეუღლეს, გავალ, გავივლი-მეთქი. მე ძირძველი კიეველი ვარ, ვიფიქრე, უბრალოდ ქალაქში გავიდოდი. უბრალოდ ქალაქში ფეხით გავიარე. წმინდა მიხეილის ეკლესიას მივუახლოვდი. იქიდან ქვევით "დინამოს" სტადიონისკენ მიდის გზა, მუზეუმისკენ.

რესტავრირებულ
ანდრეევსკის ეკლესიაში შევედი, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი ვნახე. გვერდით კი მიხაილოვსკთან ფოტოებია. მე ვნახე, რამდენი ჩვენი სამხედრო დაიღუპა. გოგონებიც და ახალგაზრდა ბიჭებიც. იმდენი გვარია, იმდენი სურათი...

მე მივხვდი, რომ ახლა არც რუსეთიდან ფეხბურთელების გამოძახება, არც შერიგება აპრიორი არ შეიძლება იყოს. იქ იმდენი ბავშვი დარჩა, იმდენი ობოლი... ამიტომ - არა, ახლა არა, არანაირად. შესაძლოა, დროის გასვლის შემდეგ... მაგრამ ამ მომენტში - არა. ვამბობ პირდაპირ და გულწრფელად".

მკითხველის კომენტარები / 25 /
პატრიოტი... ვენაცვალე სულში, გულში და ჯიგარში. ნამდვილი ერისკაცი მოსისხლე მტერთან არ წავა საბურთაოდ იქ თუ მილიონებით მეტი არ ეგუება ხელფასი და დიდება (ჩვემდა სამწუხაროდ)...
გოგა
29 აგვისტო 2021 22:47
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული