უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ პეტრაკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს არ გამოიძახებს.
"თქვენ მე მითხარით, აი, ავდგები და რუსეთიდან ფეხბურთელებს ვუხმობ - დამიჯერებთ? არა? გესმით, მოცემული მომენტისთვის, გულწრფელად გეტყვით, მე რუსეთის ჩემპიონატიდან მოთამაშეთა მოწვევის საკითხს არ განვიხილავ. და იცით რატომ?
თებერვალში სახლში ვიჯექი, თავად გესმით - პანდემია, რამდენი ხანი არ მიმუშავია. ვუთხარი მეუღლეს, გავალ, გავივლი-მეთქი. მე ძირძველი კიეველი ვარ, ვიფიქრე, უბრალოდ ქალაქში გავიდოდი. უბრალოდ ქალაქში ფეხით გავიარე. წმინდა მიხეილის ეკლესიას მივუახლოვდი. იქიდან ქვევით "დინამოს" სტადიონისკენ მიდის გზა, მუზეუმისკენ.
რესტავრირებულ
ანდრეევსკის ეკლესიაში შევედი, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი ვნახე. გვერდით კი მიხაილოვსკთან ფოტოებია. მე ვნახე, რამდენი ჩვენი სამხედრო დაიღუპა. გოგონებიც და ახალგაზრდა ბიჭებიც. იმდენი გვარია, იმდენი სურათი...
მე მივხვდი, რომ ახლა არც რუსეთიდან ფეხბურთელების გამოძახება, არც შერიგება აპრიორი არ შეიძლება იყოს. იქ იმდენი ბავშვი დარჩა, იმდენი ობოლი... ამიტომ - არა, ახლა არა, არანაირად. შესაძლოა, დროის გასვლის შემდეგ... მაგრამ ამ მომენტში - არა. ვამბობ პირდაპირ და გულწრფელად".
პეტრაკოვის სიტყვბი,წმინდა წყლის პოპულიზმად მიმაჩნია.ურაპატრიოტიზმს სამწუხაროდ იქაც და აქაც,დიდი გასავალი აქვს და მხოლოდ საპასუხო რეაქციებს იწვევს,სიკეთე კი,არავისთვის მოაქვს.ზოგადადაც ნეგატიური აზროვნება,მხოლოდ ნეგატივის მომტანია და თუ ამას გავაცნობიერებთ,ქვეყნისათვის მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება.თუ ჩემი არ გჯერათ,შეხედეთ მას მედიას,ქართულ პოლიტიკურ სივრცეს(ორივე მხოლოდ სხვისი ცუდის წივილ კივილზეა გადასული) და მერე თქვენს დამოკიდებულებას მათ მიმართ,ან მათ მიერ მიღებულ შედეგებს ქვეყნის მდგომარეობაზე.ვფიქრობ დამეთანხმებით,რომ მათალი ვარ.