გრიზმანის, დე იონგისა და საულის ტრანსფერები "ოვერტაიმში" განხორციელდა

AutoSharing Option
ზეგანაკვეთურ დროში სამი მნიშვნელოვანი ტრანსფერი გაიჩარხა

თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი "ბარსელონადან" ერთსეზონიანი იჯარით, რომლის ფასი 10 მილიონი ევროა, "ატლეტიკოში" დაბრუნდა, რის შემდეგაც მადრიდულმა კლუბმა მისი კონტრაქტი 40 მილიონად უნდა გამოისყიდოს. აგრეთვე შესაძლებელია იჯარის გაგრძელება. "ბარსამ" გრიზმანი 2019 წელს 120 მილიონად შეიძინა და მან 102 მატჩში 35 გოლი გაიტანა.

"ბარსელონამ" 31 წლის ნიდერლანდელი ფორვარდი ლუკ დე იონგი "სევილიადან" უფასოდ ინათხოვრა, მაგრამ ხელფასს სრულად გადაუხდის.

"ჩელსიმ" "ატლეტიკოს" ნახევარმცველი საულ ნიგესი იჯარით აიყვანა. იჯარის ფასი 4 მილიონია, კონტრაქტის გამოსყიდვის - 35 მილიონი.

აღსანიშნავია, რომ
კლუბები განსაზღვრულ დროში ვერ ჩაეტივნენ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დამატებით 20 წუთი გამოუყო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
Overtaimi da kvarcxelias transferi isev ar chans
Milani
01 სექტემბერი 2021 21:30
0
ეს ლაპორტა ბართოზე უარესი არ გამოდგა?! ტრანსფერებში "გაგკარით" რა ფეხბურთელები მოგყავთ იცით საერთოდ? ცოტა ხანში სკამზე დასვამთ, დაალპობთ და მერე, აიდააა კაპიკებში. ერთი სიტყვით ბარსა მიექანება ჭაობისკენ.წ
)))
01 სექტემბერი 2021 17:09
1
ბარსას ერხევა!
levani
01 სექტემბერი 2021 14:35
3
ფაქტია გრიზმანი გასაშვები იყო, არც მწვრთნელი ენდობოდა და არც ფეხბურთელებს ჰქონდათ მისი იმედი, ყველა მატჩში ფაქტიურად 10 კაცით ვთამაშობდით, თან გუნდში ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს, ასე რომ ძლივს მოვიშორეთ ბალასტი. რაც შეეხება დე იონგს, იმედია ბრაითვეითზე უკეთესი იქნება
***
01 სექტემბერი 2021 12:25
1
დანი ოლმო ან საულიო და ბოლოს დე იონგი შერჩათ ხელში.ეჰ საცოდავო ბარსავ.
Master
01 სექტემბერი 2021 09:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული