2021 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი

AutoSharing Option
გთავაზობთ 2021 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს:

10. რობერტ ლევანდოვსკი (მიუნხენის "ბაიერნი") - 483 000 ამერიკული დოლარი კვირაში

ამ ათეულში პოლონელი ბუნდესლიგის ერთადერთი წარმომადგენელი გახლავთ. რობერტი FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ, ასევე, გერმანიის უმაღლესი ლიგის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი უცხოელი ფეხბურთელი.

9. დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი") - 517 000 ამერიკული დოლარი კვირაში

"წითელი ეშმაკების" კარის მცველი ათეულის ერთადერთი ესპანელი მეკარე გახლავთ. გასულ დეკადაში დავიდი ინგლისურ გიგანტს მადრიდის "ატლეტიკოდან" შეუერთდა, ამის შემდეგ კი ყველაზე მაღალანაზღაურებად მეკარედ იქცა.

8. კევინ დე
ბრუინი ("მანჩესტერ სიტი") - 531 000 ამერიკული დოლარი კვირაში

ახალი კონტრაქტის თანახმად, ბელგიელი ნახევარმცველი პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახლავთ. მისი "ქალაქელებში" თამაში გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლავთ. შეგახსენებთ, დე ბრუინი "სიტის" შემადგენლობაში 2015 წლის შემდეგ გამოდის.

7. კრიშტიანო რონალდო ("მანჩესტერ იუნაიტედი") - 531 000 ამერიკული დოლარი კვირაში

პორტუგალიელი ფეხბურთელის ანაზღაურება მას შემდეგ შემცირდა, რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტურინის "იუვენტუსი" დატოვა. წინააღმდეგ შემთხევევაში მისი გუნდიდან შემოსავალი გაცილებით მეტი იქნებოდა.

6. კილიან მბაპე ("პარი სენ ჟერმენი") - 566 000 ამერიკული დოლარი კვირაში

პსჟ-ის დიდი სამეულიდან კილიანს ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს. დიდია ალბათობა იმისა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ფეხბურთელი ამ ათეულში იქნება.

5. გარეთ ბეილი (მადრიდის "რეალი") - 690 000 ამერიკული დოლარი კვირაში

მიუხედავად იმისა, რომ უელსელი ფეხბურთელის რეპუტაცია რამდენიმე სეზონია დაეცა, შემტევი მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად მაინც რჩება. გარეთს კარლო ანჩელოტიმ "ბლანკოსის" შემადგენლობაში თავის გამოჩენის საშუალება კიდევ ერთხელ მისცა. რას იზამს გარემარბი, ამას დრო გვიჩვენებს.

4. ანტუან გრიზმანი (მადრიდის "ატლეტიკო") - 793 000 ამერიკული დოლარი კვირაში

აწ უკვე მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევი იმ მაჩვენებელს ვერ აფიქსირებს, რა ოდენობის თანხასაც მოედანზე ყოფნის გამო იღებს. კატალონიურ კლუბში ჩავარდნილი პროექტის შემდეგ ფრანგი შემტევი "როხი ბლანკოს" შემადგენლობაში იჯარის წესით დაბრუნდა.

3. ლუის სუარესი (მადრიდის "ატლეტიკო") - 793 000 ამერიკული დოლარი კვირაში

ალბათ, სიურპრიზია ის ფაქტი, რომ ლუისი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის მესამე ადგილზე იმყოფება, თუმცა ურუგვაელი ფორვარდი უმაღლეს დონეზე თამაშს განაგრძობს. შეგახსენებთ, "როხი ბლანკოს" რიგებში გადასვლის შემდეგ სუარესმა გუნდის მიერ ლა ლიგის ტიტულის მოგებაში ლომის წილი გასწია.

2. ნეიმარი ("პარი სენ ჟერმენი") - 836 000 ამერიკული დოლარი კვირაში

ბრაზილიელი ფეხბურთელი სიაში მეორე ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ, აქამდე ამ პოზიციას კრიშტიანო რონალდო იკავებდა, თუმცა ხელფასის დაკლების შემდეგ საგრძნობლად უკან გადაიწია.

1. ლიონელ მესი ("პარი სენ ჟერმენი") - 1 325 000 ამერიკული დოლარი კვირაში

ახალი კლუბი იმავე სტატუსით. არგენტინელი ფეხბურთელი კვირაში 1 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს, ამ ყველაფერს კი თავისი დიდებულებითა და მიღწევებით იმსახურებს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
სიგიჟე ამხელა თანხის გადახდა ნებისმიერ სპორცმენზე..
ზურა
17:18 16-09-2021
0
ფულის ტომარა პსჟ ვერც წელს ვერ მოიგებს ლიგას, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები
მამუკა
00:28 02-09-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული