სკანდალი ისლანდიაში - ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობა გადადგა

AutoSharing Option
ისლანდიის ფეხბურთის ასოციაციის (KSI) სრული ხელმძღვანელობა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა.

ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ისლანდიის ნაკრების ერთ-ერთ წევრს ბრალი სექსუალურ ძალადობაში ედება.

25 წლის ტორნჰილდურ გინა არნაგსდოუთირმა განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა წევრმა მასზე 2017 წელს იძალადა. გოგონა ამტკიცებს, რომ რეიკიავიკის ერთ-ერთ ღამის კლუბში ფეხბურთელი მას ფეხებშუა შეეხო და ყელში სწვდა.

ფეხბურთელის სახელი და გვარი არ სახელდება, თუმცა "გეტებორგმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათი გუნდის ერთ-ერთი მოთამაშე 2017 წელს ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამო დააკავეს. ამჟამად გუნდში ისლანდიის ნაკრების
მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშობს - კოლბეინ სიგტორსონი.

მომხდარის გასაჯაროების შემდეგ KSI-ს პრეზიდენტმა გუდნი ბერგსონმა განაცხადა, რომ ასოციაციას ფეხბურთელის მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ უწყება არ მიუღია. სწორედ ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა საზოგადოებაში მოთხოვნები მისი გადადგომის შესახებ.

მალე ბერგსონმა და KSI-ს სხვა ხელმძღვანელებმა ბოდიში მოიხადეს, წინა კომენტარები შეცდომად გამოაცხადეს და თანამდებობები დატოვეს.

მომხდარი ამბის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობს დოუთირი გამოეხმაურა. ქალბატონმა განაცხადა, რომ მომხდარით გაოგნებულია, დაზარალებულებს სოლიდარობა გამოუცხადა, ასევე გამოთქვა იმედი, რომ ეს ისტორია საფეხბურთო საზოგადოებისათვის მაგალითი გახდება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
გახსოვთ ფილმი,ყველაზე სწრაფები მსოფლიოში?მეგრელმა სასაცილო ამბავი მოჰყვა,ბევრი ეცადა,მაგრამ რაჭველი ვერ გააცინა და მეფემ ჩამოხრჩობა ბრძანა.მას გურული მოჰყვა,მანაც ბევრი ეცადა,სხვები სიცილით ჩაბჟირდნენ,მაგრამ რაჭველს წარბი არ შეუხრია.ისიც ჩამოახრჩეს.საწყალმა კახელმა,ამათ ვერაფერი მოახერხეს,მე რაღა უნდა მოვიგონოვო და თვითონ გაჰყო ყულფში თავი.რაჭველი ახარხარდა და როცა ჰკითხეს,რა გაცინებსო,მეგრელის ნაამბობზე გამეცინაო.გეკითხებით ახლა,4 წლის წინანდელი,ახლა რომ ეწყინა,რაჭველებზე ხმა ამოგვეღება?ეს ნორმალურად მიგაჩნიათ და საეჭვოც არაფერია?გასაგებია და ვხედავთ,რომ საქართველოს ზოგიერთ ფედერაციას მარტორქის ტვინიანები მართავენ და რაც უარესია,არც მათ ზემოთ მდგომ სტრუქტურებს,სამართალდაცველი სტრუქტურების ჩათვლით აქვთ უფრო დალაგებული ზნეობა,მაგრამ 4 წლის წინ ვიღაცამ რაღაცა არასწორად გააკეთა,დღეს ობიექტმა ჩათვალა, რომ ამით რაღაცის გამორჩენა შეიძლება და უჩივლა.დამტკიცებულიც არაფერია, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტი მაინც გადადგა.რა ვქნა,მომკალით და ეს უკვე მეორე უკიდურესობა მგონია.ისევე მიუღებელი,როგორც საქართველოს სიტუაცია.მთელი ისლანდია 365000 კაცია და არა მგონია რომელიმე მიმართულებით უამრავი კადრი ჰყავდეთ რომ ახალი პრეზიდენტის არჩევა,არავითარ გართულებას არ იწვევდეს.აქაც მგონი სხვა რამესთან გვაქვს საქმე.საქმე ის არის რომ ისლანდიელი ქალები სტატისტიკურად ძალიან დიდი პროცენტი,შვილებს აჩენს და უმამოდ ზრდის და ძალიან ბევრი ჰეტეროსექსუალურ კავშირებს,ერთსქესიან ურთიერთობებს ამჯობინებს.ძალიან ძლიერია ლგპტ თემის დაწოლა და სავარაუდოდ,სწორედ მათი მხრიდან იქნება ეს პროტესტი და მათ მოთხოვნას დაჰყვა,პრეზიდენტი.
სოსო
10:49 03-09-2021
1
უსლანსია რო ჩვენზე წინა არაა ეკონომიკით ამ შემთხვევაში ხალხის შეგნებით დიდი ხანია ცნობილია პოლიცია უიარაღოთ დადის ბატონი კახის მარადიული კითხვა გამახსენდა გცეშველება რამე? აი ისლანდიელებს რო დავემსგავსევით 30%იც მაინც მერენამდვილად გვეშველება თორე როცა შენს დანაშაულს იმით ამართლებ რო იმანაცდააშავა და იმას თუ არაფერი მე რატო მიჭერთო არაფერი გვეშველება
ნოდო
20:57 02-09-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული