ალბათ, ყველას ახსოვს პატარა ავღანელი ბიჭუნა, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში 2016 წელს ვირუსულად გავრცელდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ პატარა მურთაზ აჰმადს ლიონელ მესის მაისური პოლიეთილენის პარკისგან ჰქონდა დამზადებული, დღეს კი ამ ბავშვის ოჯახი ავღანეთის დატოვებას ცდილობს, რადგან თალიბების ეშინიათ.
მურთაზი ახლა 10 წლისაა, ქაბულში კი მას შემდეგ ცხოვრობს, რაც მის სოფელს თალიბები თავს დაესხნენ, იქიდან კი საშინელ წამებასა და სისასტიკეს გამოასწრეს.
"მე სახლში ვარ გამომწყვდეული, გარეთ გასვლაც კი არ შემიძლია, რადგან თალიბების ძალიან მეშინია" - ციტირებს აჰმადის სიტყვებს საინფორმაციო Efe.
მურთაზა და მისი ოჯახი შიიტურ უმცირესობა ჰაზარას მიმდევრები არიან, თალიბები კი მათ ყველაზე მეტად დევნიან... ამ თემაზე პატარა აჰმადის 22 წლის დამ ისაუბრა:
"რა დაგვემართება? ჩვენ უკვე საფრთხის ქვეშ ვართ. ახლა ჩვენ ვერც პოლიცია და ვერც ჯარისკაცები ვეღარ დაგვიცავენ. როდესაც კარზე აკაკუნებენ, მურთაზა ფიქრობს, რომ თალიბები მოვიდნენ და ჩემთან ან დედასთან იმალება. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ" - განაცხადა მაჰდიამ.
მას შემდეგ, რაც მურთაზას ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, ბავშვს მისი იდეალი ლიონელ მესი შეხვდა, რის გამოც ოჯახს ყატარიდან ავღანეთში დაბრუნდება გაუჭირდა. მეტიც, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ, რადგან ხალხს ეგონა, რომ მათ სამახსოვროდ კონკრეტული ოდენობის თანხა გადასცეს... ისინი ემუქრებოდნენ და პატარა ბიჭის გატაცებით აშინებდნენ... თუმცა მაშინ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა, დღეს კი ამ ოჯახის პირისპირ თალიბები დგანან... ბევრად ძლიერები და დაუნდობლები...
მომზადებულია marca-ს მიხედვით