რუსეთი ჩიხია! - "ზენიტმა" ფორვარდი "ტოტენჰემში", "რომაში", "ლიონში" არ გაუშვა...

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" ირანელმა ფორვარდმა სედრარ აზმუნმა განაცხადა, რომ ამ ზაფხუსი საკმაოდ ბევრი შეთავაზება ჰქონდა, თუმცა რუსეთში დარჩა...

"არასდროს მითქვამს, რომ სადღაც გადავდიოდი. წერდნენ, თითქოს მედშემოწმება გავიარე, არადა, "ლიონს" "ზენიტმა" უარი იმ დღესვე უთხრა...

წასვლა რომც მინდოდეს, კლუბი არ გამიშვებს, კონტრაქტი მაქვს. ხელშეკრულება მესისა და რონალდოსაც აქვთ, ასე უბრალოდ კლუბს ვერავინ დატოვებს.

წინადადებები "ლიონიდან", "რომადან", "ლევერკუზენიდან" და "ტოტენჰემიდან" მქონდა, თუმცა ყველა შეთავაზებაზე კლუბმა უარი განაცხადა. ამ წელს არსად წავალ. თუ სადმე გადასვლას მოვინდომებ, თავისუფალი აგენტის სტატუსით წავალ", - თქვა აზმუნმა.

26
წლის ფორვარდი რუსეთის პრემიერლიგის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. 2018 წლის სეზონში 13 გოლი გაიტანა, 2019 წელს - 17, გასულ სეზონში კი - 19. მიმდინარე გათამაშებაში 6 ტურის შემდეგ აზმუნს 5 გოლი აქვს გატანილი და "ზენიტის" ღირსებას კვლავ ამაყად იცავს...

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ირანელს წასვლა იმიტომ უნდა რაც წინა სეზონის ბოლოს გაუკეთეს, ბოლო ტურის წინ ბომბარდირობას ლიდერობდა 3 ბურთით, ბოლო ტურში საერთოდ არ ათამაშეს და ძიუბას გაატანინეს 4 გოლი და გახადეს თავისიანი ბომბარდირი იმ არასწორებმა
***
03 სექტემბერი 2021 20:29
1
აზმუნი, ეტყობა ძიუბამ არ გაუშვა!
გია
03 სექტემბერი 2021 17:39
4
ჩემი აზრით კვარაცხელიას აზმუნამდე ჯერ ბევრი უკლია და ნურავის ნუ ეწყინება აზმუნი რომ აიტერესებს ტოპ ლიგის კაი გუნდებს ეგ არც არის გასაკვირი ზენიტის ლიდერია ჩემპიონია რუსეთის ჩემპიონთა ლიგას თამაშობს ყოველ სეზონში 15 გოლზე ნაკლები არ გაქვს.
გიორგი
03 სექტემბერი 2021 16:36
5
კარგი, ჰო დავუშვათ კვარაცხელია არაა ჯერ მზად (ვითომ) ტოპლიგისთვის. ამან თუ 19 გოლი გაიტანა და კაი ბიჭია ამ აზმუნმა ამან რა დააშავა რატო არ გაუშვეს??? ჰა, ფაქტი ფაქტად რჩება, ფაქტზე გააკეთეთ კონცენტრირება და უპასუხეთ. ასე რომ გაანებეთ ბიძია თავი რუსებზე ხელის დაფარებას და რუსების გამართლებას
Bidzia
03 სექტემბერი 2021 23:37
0
ჰმ, ) რაო? ... ესეიგი აზმუნი აინტერესებთ და კვარაცხელია არ აინტერესებთ,
Giorgi
03 სექტემბერი 2021 23:31
0
ყველა გამოხმაურება
აზმუნი ახალც კარგად არის იმ ზენიტში ხელფასი აქვს უზარმაზარი ჩემპიონთა ლიგასაც თამაშობს და წასვლითაც წავა როცა იქნება მსურველი ახალც ჰყავს ვიში ლიგებიდან და მერეც ეყოლება ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ თორე ეს მიხედავს თავს.
გელა
03 სექტემბერი 2021 16:24
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული