ცნობილმა რუსმა კომენტატორმა გენადი ორლოვმა ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" ჩემპიონთა ლიგისთვის უნდა შეიძინოს.
"რასაკვირველია, "რუბინის" შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას გამოვყოფდი. იქამდე "ლოკომოტივში" თამაშობდა, მაგრამ რაღაცები მოხდა და გაუშვეს. სად იყვნენ მაშინ "ზენიტის" სელექციონერები? რატომ არ მიიწვიეს პეტერბურგში? ასე მუშაობენ?
თან, სავარაუდოდ, კვარაცხელია "ზენიტში" გადავიდოდა და ახლაც მზადაა ამის გასაკეთებლად, თუმცა უკვე მთავარი პრობლემა ფასია. ჩემპიონთა ლიგისთვის ასეთი ფეხბურთელები უნდა მოაგროვო. აბა, სხვანაირად როგორ იქნება?!" - განაცხადა ორლოვმა.
მომზადებულია championat-ის მიხედვით