უკრაინის ზედიზედ მეხუთე ფრე და საფრანგეთის მეხუთე მოუგებელი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეხუთე ტურში უკრაინისა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

44-ე წუთზე შაპარენკომ მასპინძლები დააწინაურა, რომელმაც ეროვნულ გუნდში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო 50-ეზე ანგარიში მარსიალმა გაათანაბრა.

ნამატჩევს უკრაინელთა მწვრთნელმა ალექსანდრე პეტრაკოვმა განაცხადა, რომ მისმა გაწვრთნილმა გუნდებმა მსოფლიოს ორ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშეს, ახლა კი დიდ მუნდიალზე სურს გაიყვანოს გუნდი და ამისათვის მივიდა სამუშაოდ. მისმა ვიზავიმ, დიდიე დეშამმა აღნიშნა, რომ ეს ორი აქტიური და სოლიდური ნაკრების დაპირისპირება იყო და შედეგით კმაყოფილები არ არიან.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ ხუთივე შეხვედრა ფრედ
დაასრულა. საფრანგეთი ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩში ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას - 4 ფრე და წაგება პენალტების სერიაში ევრო 2020-ის მერვედფინალში შვეიცარიასთან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული