მურიქიმ 90+2-ე წუთზე კოსოვოს საბერძნეთთან ქულა მოუპოვა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც იღებს მონაწილეობას, პრიშტინაში კოსოვოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

სტუმრები 45+1-ე წუთზე "უტრეხტის" თავდამსხმელმა ანასტასიოს დოუვიკასმა დააწინაურა, ხოლო საპასუხო გოლი ვედატ მურიქიმ 90+2-ე წუთზე გაიტანა. შეგახსენებთ, სწორედ მურიქისთან ბრძოლაში ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში დავით ხოჭოლავამ გასულ ტურში და საქართველოს ეროვნული გუნდი ბათუმში კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა.

8 სექტემბერს საბერძნეთი შვედეთს უმასპინძლებს, კოსოვო კი - ესპანეთს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
სიახლეები პოპულარული