ჟერომ ბოატენგს 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება

AutoSharing Option
"ლიონის" მცველი, ჟერომ ბოატენგი დღეს, 9 სექტემბერს, მიუნხენში, ყოფილ შეყვარებულზე ძალადობის ბრალდებით სასამართლოზე წარსდგება.

პროკურატურა "რეკორდმაისტერის" ექს ფეხბურთელს გოგონასთვის სხეულის განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელმა მცველმა და მისმა ყოფილმა რჩეულმა 2018 წელს იჩხუბეს.

"ეს არის ჩვენება ჩვენების წინააღმდეგ, ბოატენგის ექს პარტნიორის მხარეს მტკიცებულებები არ აქვს" - განაცხადა ჟერომეს ადვოკატმა.

თუ სასამართლო ფეხბურთელის მიმართ გამამტყნუნებელ განაჩენს გამოიტანს, მაშინ გერმანელს ციხეში 5 წლით ჩაჯდომა ემუქრება.

შეგახსენებთ 21 თებერვალს, 25 წლის კასია ლენჰარდტი გარდაცვლილი იპოვეს...

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული