"რუბინის" ნაცვლად "კრისტალ პალასში" და დუბლი "ტოტენჰემთან" - ედუარის წარმატებული დებიუტი

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურში "კრისტალ პალასმა" "ტოტენჰემს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარი სტუმრებისთვის ცუდად დაიწყო, როდესაც 5-წუთიან მონაკვეთში "მამლების" მცველმა, ჯაფეტ ტანგანგამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

ამის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ, 76-ე წუთზე უილფრიდ ზაჰამ პენალტი ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

"კრისტალ პალასში" "სელტიკიდან" ახლახან გადასული თავდამსხმელი ოდსონ ედუარი შეცვლაზე 84 წუთზე შევიდა, იმავე წუთზე სადებიუტო გოლი გაიტანა, ხოლო 90+3 წუთზე შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მის შეძენას "რუბინი" ცდილობდა, მაგრამ გლაზგოურმა
კლუბმა 18 მილიონი ევრო მოითხოვა და ტრანსფერი არ შედგა.

ამრიგად, "ტოტენჰემი" 4 ტურის შემდეგ 9 ქულით 1-ელ ადგილზეა, "კრისტალ პალასი" 5 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

მე-5 ტურის შეხვედრას "მამლები" 19 სექტემბერს, "ჩელსის" წინააღმდეგ გამართავს, "პალასი" 18 სექტემბერს "ლივერპულს" ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული