პიანიჩმა კრიშტიანო-მესის მსგავსება-განსხვავებებზე ისაუბრა

AutoSharing Option
სტამბულის "ბეშიქთაშის" ბოსნიელმა ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა, რომელთა გვერდიგვერდ "იუვენტუსსა" და "ბარსელონაში" თამაშობდა.

"ძალიან გამიმართლა, ამ ორ უცხოპლანეტელთან თამაში ტიტულის მოგების ტოლფასი ჯილდოა.

ისინი განსხვავებულები არიან, ამავდროულად ერთმანეთს ძალიან გვანან. ისინი გამარჯვებისთვის ცხოვრობენ, ვარჯიშზეც კი ეს სურთ.

კრიშტიანუს თითოეული დეტალი ადაედებს. არ იფიქროთ, რომ მესი გულმოდგინედ არ მუშაოვბს. მაგრამ, ლეოს ერთი ღვთითბოძებული რამ აქვს - მას ყველაფერი ადვილად გამოსდის,"- თქვა პიანიჩმა.

მომზადებულია Tuttosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 18 /
მინდა გავაკეთო კომენტარი იმ ადამიანებისთვის ვინც თავგამოდებით აღნიშნავენ რომ მესი ჯობია არა რონალდო მინდა გითხრათ რომ ორივე დიდებული ფეხბურთელია და ორივეს უნდა უმადლოდეთ ესეთ დროს ვცხოვრობთ რომ უყურებთ ორი დიდებული ფეხბურთელის პაექრობას მათი ყურებით ვტკბებით. მადლობა ორთავეს
გიორგი
20:32 12-09-2021
2
მესის გარდა არცერთი ფეხბურთელი არ მიყვარს. ლეომ შემაყვარა ფეხბურთი.
არგენტინა 10-ი
14:36 12-09-2021
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული