ზახარიანი "ბარსელონაში" გადასვლაზე უარს განაცხადებს

AutoSharing Option
წარმოშობით სომეხმა ნახევარმცველმა, სამარაში დაბადებულმა 18 წლის არსენ ზახარიანმა, რომელიც მოსკოვის "დინამოს" ღირსებას იცავს, რუსეთის ნაკრები აირჩია და მის რიგებში ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. "სპორტ-ექსპრესის" ცნობით, აგვისტოში მისი თამაშის სანახავად მოსკოვში "ბარსელონას" სკაუტების სამსახურის თავკაცი ხოსე მარია ბაკერო იყო ჩასული, დღეს კი ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ირწმუნება, რომ მალე კლუბებს შორის მოლაპარაკება დაიწყება.

თუმცა, თურმე, თავად ზახარიანი "ბარსაში" გადასვლაზე არ დათანხმდება, ვინაიდან მისი გარემოცვა მიიჩნევს, რომ უცბად ამხელა ნახტომი სასარგებლო არ იქნება.

ზახარიანმა რუსეთის პრემიერლიგაზე ამ სეზონში 7 მატჩში 1 გოლი
გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯანო ანანიძის მსგავსი ა,თუმცა ფიზიკურად უფრო ძლიერი.
ჯუჯი
15 სექტემბერი 2021 06:05
1
აგენტების კიდევ ერთი ზღაპარი
გიორგი
14 სექტემბერი 2021 23:26
3
შენ თუ კიდე აგენტის ზღაპრები გიკვირს, ჯუღელის პატრონს
საბა
15 სექტემბერი 2021 09:57
3
ბარსა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ უდიდესი ტალანტია. თავისი ასაკისთვის არაბუნებრივად ჭკვიანი და ელეგანტურია.
ქომაგი
14 სექტემბერი 2021 20:52
9
დაანებეთ მარადიშვილს თავი. წიტაიშვილმა და მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრები აირჩიეს, საქართველოს ჰიმნს მღერიან, ქართული მენტალობა აქვთ, მარადიშვილს კი გვარის გარდა ქართული არაფერი აქვს. თანაც, არც ისეთი გადასარევი ფეხბურთელია - ახალგაზრდულ ნაკრებში ათამაშებენ, პირველში - არა. არანაირი სარგებლის მომტანი ჩვენი ნაკრებისთვის არ არის.
ვახო
14 სექტემბერი 2021 19:42
7
პირველ ნაკრებში ჩერიშევსაც არ ათამაშებენ მასე და სამოშნიკოვის მაგიერ ბებერი ჟირკოვი ყავდათ. რუსეთის ნაკრებში ჩვენთან რაც ხდება მონაგონია.
Levani
14 სექტემბერი 2021 20:25
1
ტალანტი როა რაზეა საუბარი და რუსები რომ ასეთ ტალანტს სომხებს არ დაუთმობდნენ ესეც ბუნებრივია ან რა პერსპექტივა უნდა ქონდეს სომხეთის ნაკრებში ანალოგიური იქნება ჩვენს შემთხვევაში მარადიშვილზე იმასაც არავინ გამოუშვებს საქართველოს ნაკრებში
გიო
14 სექტემბერი 2021 19:27
6
რომელ პერსპექტივაზე ლაპარაკობ? ოლიმპიური პრინციპით რო მიდის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე? მთავარი მონაწილეობის მიღებააო? ))) მასე სომხევსაც აქვთ შანსი რო გავიდნენ ევროზე ან მსოფლიოზე.. ჩვენც გვქონდა შანსი... მაგ სომხის ჭუჭულმა დაამტკიცა რომ ფულის მონაა და თავის სამშობლოში სამუდამოდ მოიძულებენ ერთი უთვისტომო ფეხბურთელის სახელით დაასრულებს კარიერას. ყველა არაპატრიოტი ადამიანი მეზიზღება
რომა
15 სექტემბერი 2021 08:54
3
ზახარიანი მართლაც კარგი ბიჭია და დენის მაკაროვმა,რომელსაც ხვიჩას გვერდითაც აქვს ნათამაშები და ახლა მისი პარტნიორია,შედარებისას განაცხადა,რომ ხვიჩას უფრო წინ აყენებს,მაგრამ ზახარიანი უფრო ჭკვიანი ფეხბურთელია.მართლაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში,სწრაფია,ტექნიკური და თუ მართლა ჭკვიანიც,მაშინ აუცილებლად გადავა ბარსელონაში.თუ რა თქმა უნდა მათ სთხოვეს
სოსო
14 სექტემბერი 2021 19:23
7
ჯანო ანანიძის გულისთვის თავად ლაპორტა ჩაფრინდა მოსკოვში მაგრამ არ გაუშვეს.
Erti.
14 სექტემბერი 2021 18:58
13
თურმე ბარსელონაში გადასასვლელად საკმარისია ერთი გოლის გატანა,ნეტა ვის აბოლებენ?
ბექა
14 სექტემბერი 2021 18:29
4

სიახლეები პოპულარული