მაკაროვი: ამიტომ დავტოვე "რუბინის" კომფორტის ზონა

AutoSharing Option
23 წლის გარემარბი დენის მაკაროვი მოსკოვის "დინამომ" "რუბინისგან" 10 მილიონ ევროდ შეიძინა. მისი სეზონური ხელფასი ახალ გუნდში 800 ათასია (რუბინში 150 ათასს იღებდა). მაკაროვმა "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში "რუბინის" დატოვების მიზეზი განმარტა.

- "დინამო" "რუბინთან" და "სოჭისთან" ერთად გასულ და ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე პროგრესირებადი გუნდია. რატომ შეცვალეთ ერთი მეორით?
- მქონდა ეჭვები, მაგრამ ყოველთვის წინ უნდა გადადგა ნაბიჯი და კომფორტის ზონიდან გამოხვიდე.

- მაგრამ თქვენ პრემიერლიგაში დარჩით, ეს კი იგივე კომფორტის ზონაა...
- მუდამ რაღაცას ეჩვევი. წელიწად-ნახევარი "რუბინში" კარგად ვიყავი. ძლიერი გუნდია,
კარგი სამწვრთნელო შტაბი, იდეალური ქალაქი. სლუცკის კიდევ ბევრი შეეძლო ჩემი განვითარებისთვის მოეცა. თუმცა ვთვლი, რომ ახლა მაინც ნაბიჯის წინ გადადგმა მმართებდა, რათა უფრო ძლიერი გავხდე. სანდრო შვარცი რაღაც ახალს მასწავლის.

- "რუბინის" სპორტული დირექტორის, ოლეგ იაროვინსკის თეზისი, თითქოს "დინამოში" ხელფასს თქვენს გადაწყვეტილებაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია, ბევრი კი ამბობს, რომ ახალ კლუბში გასამრჯელო ექვსჯერ მეტი გაქვთ...
- სიახლებს არ ვკითხულობ, მაქვს "ინსტაგრამი" და WhatsApp-ი, მაგალითად, "ტელეგრამი" - არა. დიახ, ხანდახან მიგდებენ სტატიებს, მაგრამ მათ ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან თავად ვიცი: "დინამოში" სხვა მიზეზების გამო გადავედი. ახალი გამოწვევა მჭირდებოდა და ამ კლუბში ეს მივიღე, ხოლო მათ, ვინც აქცენტს ფულზე აკეთებს, ვთავაზობ: სჯობს თქვენს საქმეს მიხედოთ და სხვისი კარიერისა და ანაზღაურების განხილვას თავი დაანებოთ.

"რუბინში" მიზანი ევროთასებზე გასვლა იყო. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ახლა კი - ახალი მაღალი ამოცანები.

მკითხველის კომენტარები / 9 /
იმედი მაქვს შვარცკი რამეს კიდევ მასწავლისო... შვარცკი კი გასწავლის, მარა იზავ?
ჯერ არავის ახსოვს შვარცკისგან გაწვრთნილი კაცი, კარგი ადამიანი დამდგარიყო და რაღა შენ დადგები?
ჰმ, შვარცკი მოეწონა და ხელფასი რა თქმა უნდა... თქვენ რა 150 ნაცვლად 800 რომ მოგცენ, უარს იტყოდით???
კ ო მ ბ ლ ე
22:17 31-08-2021
2
Ra uazroebi xart tkven ra ggoniat kvaratskhelias ar undoda casvla
Kutaisi
21:39 31-08-2021
6

სიახლეები პოპულარული