მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ნიდერლანდებთან 1:6 დამარცხების შემდეგ თურქეთის ნაკრების მწვრთნელი შენოლ გიუნეში გადააყენეს და მის ნაცვლად შეიძლება ანდრეი შევჩენკო დანიშნონ.
"კიკერის" ცნობით, შევჩენკო ერთ-ერთ კანდიდატია. თავად შევჩენკომ განაცხადა, რომ თურქულ მხარესთან შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი დაუსრულდა, არ გაუგრძელეს, ეროვნული გუნდი დატოვა და ამჟამად უმუშევარია.
შევჩენკოს გარდა აგრეთვე გერმანელი შტეფან კუნცის კანდიდატურა განიხილება.