"ადამიანობას ვერასდროს იყიდის..." - ჰოლანს კაცობას უწუნებენ

AutoSharing Option
"ჰენსფორდ თაუნის" შემტევმა რის სტიჩმა ერლინ ჰოლანის ამპარტავნობაზე ისაუბრა. ნორვეგიისა და გიბრალტარის დაპირისპირების შემდეგ, რომელიც სკანდინავიელების გამარჯვებით 3:0 დასრულდა, "დორტმუნდის" ფორვარდმა უპატივცემულობა გამოავლინა.

შეგახსენებთ ამ შეხვედრაში ერლინმა გოლი ვერ გაიტანა.

"მიმდინარე სანაკრებო შესვენების დროს გამართულ შეხვედრაში არც ერთ ჩვენგანს ჰოლანის მაისური არ გსურდა, ასე გეტყვით, ჩვენ ის დავაიგნორეთ" - განუცხადა სტიჩმა SUN-ს.

"გასულ მარტს, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა, როი ჩიპოლინამ შვილისთვის მაისური სთხოვა, მაშინ ნორვეგიამ 3:0 იმარჯვა, მან გოლი ვერ გაიტანა და მე-60 წუთზე შეცვალეს, სწორედ ამიტომ სავარაუდოდ ცუდ ხასიათზე იყო. ტელევიზიასთან
ინტერვიუს შემდეგ როი მივიდა და უთხრა, რომ მისი პატარა ვაჟი ერლინის დიდი გულშემატკივარი იყო, სამახსოვროდ მაისური კი ძალიან გაახარებდა.

ჰოლანმა გახედა, გაიცინა და გზა განგრძო... ის თავისი შემოსავლით უამრავ რამეს მიაღწევს, მაგრამ ადამიანობას ვერასდროს იყიდის, ალბათ მედიაში მასზე ატეხილი აჟიოტაში თავში აუვარდა. ჰოლანს შეეძლო ბავშვის დღე, თვე და წელი გაებედნიერებინა, თუმცა უარი თქვა , სწორედ ამიტომ არავის გვინდოდა ოსლოში მისი ზედა" - თქვა სტიჩმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ "ბაბუს სახიანმა" ტიპმა, ერთხელ მეტოქის გუნდის ფეხბურთელიც დაამცირა. იმ ფეხბურთელმა, მაისურის გაცვლა სთხოვა და ამან კი დამამცირებლად, რამის სახეში მიუგდო მაისური. ამის მერე როგირც პიროვნებას, არ ვცემ პატივს.
ლუკა
17 სექტემბერი 2021 20:40
1
ნუ გადმოდგებით ხოლმე აქ საჭორაოდ და საქილიკოდ. 21 საუკუნეა ევროპელს რა კაცობას სთხოვთ რა არის კაცობა მაგათვის რა იციან? ზიდანს რო ადიდებთ რატო არუყვართ სომხეთში იცით ვინმემ? პატარა ბიჭია გაიზრდება და ასწავლიან დიპლომატიას. დიპლომატიას და კაცობას შორის დიდი კანიონია
რომა
17 სექტემბერი 2021 20:39
21
თქვი ზიდანზე, რა მოხდა მართლა არ ვიცი. მე კიდევ მივუმატებ თუ გინდა.
SL
17 სექტემბერი 2021 21:40
3
ამ ტიპს თავის დაჭერაზე და გაბღენძილ გარეგნობაზე ეტყობა,აუტანელი რომ არის.მესისთან ახლოს ვერ მოვა,ვერც რონალდოსთან.
სტატუს ქუო
17 სექტემბერი 2021 18:56
3
ამ ლაწირაკ ვითომ ვარსკვლავებს, როგორ უვარდებათ თავში? ფუ...
ვასკა
17 სექტემბერი 2021 15:52
4
პელე და მარადონას უკეთესიც რომ გახდეს, მაგის ფანატი არასდროს ვიქნები. პატარა კაცუნა!
მალხაზ ჯობავა
17 სექტემბერი 2021 14:37
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული