"25 გრადუსი ყინვა, სიბნელე დღის 3 საათზე, რუსების ალყა" - ბრაზილიელი ფეხბურთელი უკრაინულ ტრაგედიას იხსენებს

AutoSharing Option
ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ვიქტორ ჟულიანომ Globo Esporte-ს მოუთხრო, როგორ გადავიდა "დნიპროში" და როგორ დატოვა ეს გუნდი 2014 წელს:

"როდესაც უკრაინაში გადავბარგდი, ინგლისურიც კი არ ვიცოდი. იქ მინუს 25 გრადუსი იყო, დღის სამ საათზე უკვე ბნელოდა. ეს ძალიან დიდი შოკი იყო, მაგრამ ყველაფერ ამის შემდეგ ადაპტაცია მოვახერხე და კარგი სეზონი ჩავატარე.

2014 წელს რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობაში კრიზისი დაიწყო და ეს სიტუაცია იქიდან წასასვლელად გამოვიყენე. კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი მქონდა გაფორმებული და გაგრძელებას მთავაზობდნენ. ვუთხარი, რომ ცუდი ვითარება იყო და ბრაზილიაში დაბრუნება
მინდოდა. თუმცა, დაბრუნებას ვერ ვახერხებდი.

კიევიდან ბრაზილიის კონსულმა დამირეკა და მითხრა, რომ ნებისმიერ მომენტში თვითმფრინავში ჩამსვამდა, რადგან ქვეყანას ალყას რუსები არტყამდნენ და შესაძლებელი იყო რამდენიმე საათში შესულიყვნენ. ამ ტრაგედიის გამო ქვეყნის დატოვების და სამშობლოში დაბრუნების უფლება მომცეს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული