გამოწერიდან 3 დღეში პელე ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს...

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, პელე სან პაულოში ალბერტ აინშტაინის სახელობის საავადმყოფოში კიდევ ერთხელ გადაიყვანეს. შეგახსენებთ, ბრაზილიელი ჰოსპიტალიდან სულ რაღაც 3 დღის წინ გამოწერეს.

როგორც ცნობილია, 80 წლის პელეს გარკვეული პერიოდის წინ ოპერაცია გაუკეთეს, რათა ნაწლავიდან სიმსიმნე ამოეღოთ, ტუმცა ახლა მისი მდგომარეობა კვლავ უარესობისკენ შეიცვალა.

ესპანური Marca-ს ცნობით, ბრაზილიელის მდგომარეობა დამძმიმებული არ არის, მისი საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი კი ასაკი გახლავთ. მოგეხსენებათ, ამ ხნის ადამიანებს ასეთი პრობლემის გამო ინტენსიური დაკვირვება სჭირდებათ.

შეგახსნებეთ, პელე საავამდყოფოდან 4 სექტემბერს გაწერეს, რის შემდეგაც ექს ფეხბურთელმა მხარდამჭერებს სოციალური
ქსელის მეშვეობით მადლობა გადაუხადა:

"ჩემო მეგობრებო, ეს წერილი თქვენთვისაა. ერთი წუთითაც კი არ ჩათვალოთ, რომ მე თქვენი ათასობით გულთბილი შეტყობინება არ წავიკითხე... მე ყველა მათგანი მივიღე. მადლობა ყველას იმისთვის, რომ ერთი წუთი დამითმეთ და დღე პოზიტივით ამივსეთ. დღითიდღე უფრო მხიარული ვარ, ვგრძნობ, რომ 90 წუთთან ერთად დამატებით დროსაც ვთამაშობ. მალე შევხვდებით" - წერს პერე საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით