მატერაცი: იტალიელები ჩემ გათელილ მიწას უნდა ჰკოცნიდნენ, ნაცვლად კი მაგინებდნენ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ექსმცველმა მარკო მატერაციმ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანთან მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა.

"ყველამ იცის რაც ჩემსა და ზიდანს შორის მაშინ მოხდა, რა ვუთხარი, რა მითხრა და ა.შ.

ვიცი, იბრაჰიმოვიჩმა თქვა რომ ზიდანმა მე მსოფლიოში ცნობადი გამხადა და მისი თავურის გარეშე იმ მცველად დავრჩებოდი, რომელსაც მხოლოდ იტალიაში იცნობენ.

მაგრამ, არ მადარდებს ის რას ამბობს. მე იმან გამომიყვანა წყობიდან, რომ ზიდანს მხარი არა მხოლოდ ფრანგებმა, არამედ ჩემმა თანამემამულეებმა, იტალიელებმა დაუჭირეს. მთელი იტალია მე მაგინებდა არა და იმ მიწას უნდა
ჰკოცნიდნენ, რომელსაც ვთელავდი.

მე ფინალში უმნიშვნელოვანესი გოლი შევაგდე და თამაშს მათი ლიდერი გამოვთიშე. მადლიერების ნაცვლად, მხოლოდ კრიტიკა მივიღე,"- თქვა მატერაციმ.

მომზადებულია იუთუბ არხი "Nevidaanni Futbol-ის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 13 /
მაკიაველის ქვეყნიდანაა არაფერი მიკვირს...ამისთის ღირსება და კაცობა უცხოა ეტყობა....ტეხავს რომ ელემანტარულ სინანულს რომ არ გამოხატავს..
bujanga
19 სექტემბერი 2021 22:20
9
კაცი უნდა იყო ეგ რომ მიხვდე რატომ გაგინებს ყველა.
hhh
19 სექტემბერი 2021 21:42
6
Anu am saqcielistvis unda eqot da edidebinat?
Milani
19 სექტემბერი 2021 19:44
3
რა უნდა ექნა და კაცი უნდა იყოს და არა კონდომი, ზიდანი დარჩა ლეგენდად და შენ დარჩი შნირად.
ვენაცვალე იტალიელებს თუ ასეა
19 სექტემბერი 2021 19:39
4
არაკაცური საქციელი არავის მოსწონს, მათ შორის იტალიელებსაც!!!
კახა
19 სექტემბერი 2021 19:12
4
შემთხვევით დამეჭირა დისლაიკზე
დისლაიკი
19 სექტემბერი 2021 20:51
1
100%-ანი ვეთანხმები. დღევანდელი ფეხბურთი, მართლაც სასტიკი და დაუნდობელია. ყველაფერში მაფიოზა ტიპები ერევიან და იმას არ ფიქრობენ ასე ფეხბურთს, რომ აზარალებენ. ჯერ როგორ ეპყრობიან ლეგენდებს, რომლებმაც ყველაფერი ჩადეს გუნდისთვის. ერთი სიტყვით ფეხბურთმა დაკარგა, თავისი ხიბლი.
გია
19 სექტემბერი 2021 17:01
9
მართალია ეს კაცი.ფინალში პენალტი აიკიდა,გოლი გაიტანა,ზიდანი გააგდებინა,პენალტების სერიაში გაიტანა,120 წუთი თავდაუზოგავად იბრძოლა.მეტი რა უნდა ქნას კაცმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რომ დააფასინ?
Master
19 სექტემბერი 2021 16:45
12
სოსო თქვენს კომენტარებს ხშირად ვკითხულობ და ყოველთვის ჭკვიანურ,ობიექტურ და სამართლიან კომენტარებს ტოვებთ.ალბათ მხოლოდ ამ შემთხვევაში არ დაგეთანხმე.
master
20 სექტემბერი 2021 16:04
0
ცდები მასტერ,იტალიის ნაკრები ძალიან მომწონს,მატერაცი არ მომწონს მხოლოდ.თუ არ გჯერა,ევროპის ჩემპიონატის დროინდელი სტატიები ნახე.ერთადერთი კაცი მე ვიყავი,ვინც იტალიელების გაჩემპიონებას ნატრულობდა და იცი რა მიზეზით?იტალიელები,ნაღდ,პატიოსან,ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ,ყოველგვარი სიმულაციის და კოტრიალის გარეშე.ჰო,თავის დროზე,კლაუდიო ჯენტილეს ვერ ვიტანდი კიდევ,1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე.მას ყასაბს ეძახდნენ და მარადონა,(სხვებიც)მთელი მატჩის განმავლობაში დაუნდობლად ჩეხა.
სოსო
20 სექტემბერი 2021 12:55
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული