"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, კრიშტიანო რონალდო თაღლითობის მსხვერპლი გახდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ პორტუგალიელმა ტურისტული კომპანიის აგენტს საბანკო ბარათის მონაცემები მიაწოდა, რის შემდეგაც 53 წლის ქალმა ისარგებლა და 200-ზე მეტი მოგონილი მოგზაურობა ჩანიშნა, რის შემდეგაც ფეხბურთელის კუთვნილი 288 000 ევრო ისე მიითვისა, რომ "რონიმ" არც არაფერი იცოდა.
კრიშტიანოს გარდა ტურაგენტმა ჟორჟე მენდესის, მანუელ ფერნანდეშისა და ნანის კუთვნილი თანხაც მიისაკუთრა - საბოლოო ჯამში დამნაშავემ ცნობილ პიროვნებებს 350 000 ევრო მოჰპარა.
დადასტურებულია, რომ ქალბატონი 2017 წელს დამნაშავედ სცნეს, იმის შემდეგ კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
იმყოფება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით