აფეთქებული რონალდო და პსჟ-ში დაკარგული მესი...

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნების შემდეგაც წარმატებული სვლა განაგრძო, რასაც პსჟ-ში გადასულ ლიონელ მესიზე ვერ ვიტყვით.

"წითელი ეშმაკების" ლეგენდამ ინგლისში გადაბარგების შემდეგ 3 შეხვედრა გამართა, თავი კი 4 გოლით გამოიჩინა, საპასუხოდ, "ალბისელესტეს" კაპიტანმა მეტოქის კარის აღება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა, ამასთან ერთად პარიზულ გიგანტს თამაში უჭირს, შემტევი ტრიო ერთმანეთში ვერ კომბინირებს.

რონალდოს ეფექტი "მანჩესტერ იუნაიტედში"

"რონალდო მნიშვნელოვან მომენტებს გრძნობს, ის დაუნდობელია, მან ჩვენ გაგვაძლიერა, ამასთან ერთად სხვებს დამატებითი მოტივაცია მისცა" - განუცხადა BBC Sport-ს ოლე გუნარ სოლსკაიერმა.

"ნიუკასლთან" პრემიერ ლიგაში
დაბრუნებულმა ვარსკვლავმა დუბლის შესრულება მოახერხა, ამის შემდეგ კი "იანგ ბოისისა" და "ვესთ ჰემის" კარიც დალაშქრა.

ყველა თამაშში, რომელშიც კრიშტიანომ მონაწილეობა მიიღო, თავისი კვალი დატოვა და შეხვედრის მნიშვნელოვან ფეხბურთელად გადაიქცა.

პორტუგალიელ შემტევს გულშემატკივრები დიდ პატივს სცემენ, "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემდეგ კი გამამხნევებელი შეძახილები არ აკლია, მოკლედ რომ ვთქვათ, სტადიონზე დამსწრე საზოგადოება ისეთ გარემოს ქმნის, როგორშიც რონალდო "ფეთქდება".

"პარი სენ ჟერმენში" დაკარგული ლიონელ მესი

ლიონელ მესის "ბარსელონადან" პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ყველა ელოდა, რომ პარიზული კლუბი უძლეველი გახდებოდა, თუმცა ტყუილად... არგენტინელმა ვარსკვლავმა გუნდზე იმხელა ზეგავლენა ვერ მოახდინა, როგორიც "ბლაუგრანაში" ჰქონდა.

19 სექტემბერს, "ლიონთან" შეხვედრის მიმდინარეობისას, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ მისი თანამემამულე 75-ე წუთზე შეცვალა, შეხვედრის ანგარიში კი 1:1 გახლდათ.

ლეოს პარიზში გადასვლა ალბათ რონალდოს "იუნაიტედში" დაბრუნებას არც უნდა შევადაროთ, ფაქტი ერთია და ნათელი, კრიშტიანო "წითელი ეშმაკების" მაისურით ბედნიერია, იღიმის და მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეებს შანსს არ აძლევს, რასაც მესიზე ვერ ვიტყვით... ამის შესაძლო განმაპირობებელი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მთელი გუნდი პორტუგალიელზეა, როგორც უკვე აღვნიშნე, გულშემატკივრებიც 7-იანისთვის აქტიურობენ, პარიზში კი ყველაფერი პირიქითაა, იქ ვარსკვალვებს თავის გამოჩენა სურთ, რათა ბევრი რამ დაამტკიცონ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 38 /
ახლა შეხედეთ ბარსელონა მესის გარეშე რა არის...და რეალი რონალდოს გარეშე...
დათო
23 სექტემბერი 2021 12:56
1
ეხლანდელ იუვეს შეხედე რა არის რონალდოს გარეშე
martali
23 სექტემბერი 2021 09:12
3
ეხლანდელ იუვეს შეხედე რა არის რონალდოს გარეშე
martali
23 სექტემბერი 2021 09:11
1
იუვე გასაწმენდია როლანდოს მიერ დატოვებული, ცუდი აურისგან. გაიწმინდება? აი მერე ნახეთ როგორ კარგად წაუვათ საქმე. ეგ "კაპრიზნა გოგო" უშლიდა ხელს.
ფეხბურთის ძველ გულშემატკივარს.
23 სექტემბერი 2021 12:41
1
ეხლაც იტყვით?, რომ მესი, რონალდუზე ძლიერია?
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, 1953 წლიდან.
22 სექტემბერი 2021 20:39
8
შენს როლანდოს მაგარი ჩავარდნები, რომ ქონდა თუნდაც იუვეში და დაბოღმილი, რომ დადიოდა ხან ვის ეჩხუბებოდა და ხან ვი,. იმიტომაც ვეღარ აიტანეს მისი ესეთი საზიზღარი ხასიათი და ქეც გამოაგდეს გუნდიდან. მაშინ თუ დასვამდი ამ კითხვას? საერთოდ აღარ დაიღალეთ და აღარ მოგბეზრდათ ეს შედარებები? თუ მაინცდამაინც გაინტერესებს შენს კითხვაზე პასუხი: ჩვენთვის ყოველთვის ყველაზე წინ იქნება, ლეო მესი. არ მოგეწონა პასუხი? ცივი წყალიც მიაყოლეთ.
ფეხბურთის ძველ გულშემატკივარს.
23 სექტემბერი 2021 10:25
0
ერთი რამ ვერ შეიგნო ამ როლანდოს ფანებმა, რომ როლანდოსთვის გუნდიდან გუნდში გადასვლა არ არის ძნელი. იცით რას მაგონებს? ციგნების ტაბორი, რომ დაეხეტებოდნენ სოფლიდან სოფელში და ხან რომელ ადგილას ჩერდებოდნენ, ხან კიდევ სად. ისე, რომ ეგ ამ ნარცისკასთვის მშობლიურია. მესის მდგომარეობა სხვაა. ლეოსთვის ესეთი ხეტიალი "უცხო ხილია" და მიტომაც გაუჭირდა. ჩვემს ლეგენდას ვუსურვებ გამძლეობას. ლეო შენს მომხრეებს გვჯერა შენი და ძალიან გვიყვარხარ.
leos fanebi.
22 სექტემბერი 2021 00:04
40
როლანდო არა ბეჟანა კიდევ ერთი შენ გაგეგება ფეხბურთი და მეორე პაპაჩემის დედას ნუგეშას
გოგა
22 სექტემბერი 2021 00:48
5
ბავშვებო, რონალდოს და მესის გარდა სხვა რამ საფიქრალ-სადარდებელი არაფერი გაქვთ?
მძიმე სურათია
21 სექტემბერი 2021 22:52
6
რატომ ადარდებთ ერთმანეთს ორი სხავდასხვა სტილის ჯადოქარი. ერთმა უნდა გაიტანოს და გააქვს, მეორემ უნდა შექმნას და ქმნის. რა არ მოგწონთ ის რომ მთელი პსჟ რაღაცის დამტკიცებას რომ ცდილობს. ხოდა ამიტომაც იხრჩობიან ხან 1/4-ში, ხან 1/2-ში
Inkognito
21 სექტემბერი 2021 22:15
0
მოკლედ ეს მესის ფანები, როგორც ყოველთვის ზედმეტად აგრესიულები არიან))) რა გჭირთ ბიჭო, რას იბოღმებით, ნაციონალებივით))) დავიწყოთ იმით, რომ ორივე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. რამდენი არგუმენტიც არ უნდა მომიყვანოთ, რომ მესი ჯობია, იმდენ საპირისპიროს მოგიყვანთ, რომ არ ჯობია. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ კაცს 4 განსხავებული სტილის ჩემპიონატში აქვს ნათამაშები და ყველგან დაფრინავდა, ხშირად მთელ გუნდს ათრევდა. მესიზე სულ ვიძახდი, რომ ესპანეთზე იყო მორგებული, აბა გადასულიყო სერია A -ში კალიარის მცვეელებსაც ვერ გაცდებოდა))) თუმცა ეს მის ტალანტს არ აკნინებს, ორივე ძაან კლასნია, მაგრამ გადაჭრით იმის თქმა რომ ან ერთი ჯობია ან მეორე, არ შეიძლება. ესაა რეალობა:)
..
21 სექტემბერი 2021 20:12
7
ბოღმა საქოცეთში მოიკითხე
გოგა
22 სექტემბერი 2021 00:50
10
აუფ, კალიარის მცველებს ვერ მოერეოდა თურმე. ინტერის იუვენტუსის და სხვა იტალიელი მცველები არ ყავს ნათრევი და თან ბევრჯერ? იქნებ ინგლისელ მცველებს დააკლო? იმ მატჩებში კი სადაც ბარსამ მთლიანობაში ცუდად ითამაშა? მესის ბალელშჩიკები ვყოფილვართ აგრესიულები თურმე... რონალდოს ფანი რომ არის ამაშიას, ბარსას და ვა რა დონეას ნიკით პოსტავს ის არის ზოგადად რონალდოს ფანების სახე. ისე რონალდო სამი მეტრის შორიდან დარტყმით რომ გაიტანს ან თუნდაც ორკაციან დრიბლინგს გააკეთებს მერე ვილაპარაკოთ მესისთან შედარებაზე. ჰო სიმაღლეზე ხტომაში ნამდვილად ჩემპიონია მაგას არავინ უკარგავს.
ეს ხალხი ფეხბურთს არ უყურებს.
21 სექტემბერი 2021 21:53
9
მესისტებო სად ხართ? რონი იმითია მაგარი, რომ ყველა კლუბში ლიდერია, ყველა ქვეყანაში ბომბარდირი და ასევე თავის ნაკრებში - მესი კი ბარსას გაცდა და ვერარაფერს აკეთებს.....
რ ე ა ლ ო ბ ა
21 სექტემბერი 2021 17:51
8
თავის ნაკრების ისტორიაშიც და კონტინეტის ბორბარდირია შე არამცონდე ვითომ რაღაც ვიციო საიმში არ ხარ, იატორიაში ყველაზწ მეტი ოქროს ბურთი აქვს და ოქროს ბუცი, სეზონურად ყველაზე მეტი გოლი ავს გატანილი, ყველაზწ მეტი დრიბლინგი ისტორიაში ყველაზწ მეტი სოლო გოლი უმეტწსობა ცენტრიდან დაწყებული დრიბლინგებით, არითმეტიკულად თამაშები გოლებს რომ შეუდარო ყველაზე მეტი გოლი. სვარკის სათვალეთი უყურებ ბეხბურთს თუ მარტო რონის თამაშწბს უყურებ.
ლუკა
05 ოქტომბერი 2021 03:24
0
ორივე უდიდესია მაგრამ კრიშტიანო უფრო ძლიერი პიროვნებაა,მებრძოლია.ყველაფერში გამორჩეულია ამიტომაც მტრებიც მეტი ყავს.იტალიაში რომ გადავიდა იტალიის ჩემპიონატისადმი ინტერესი ორჯერ გაიზარდა.ახლა ინგლისში რა ხდება ყველა ხედავთ.მიუ-ს აქციები 15 პროცენტით გაძვირდა.
temo
21 სექტემბერი 2021 16:42
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული