აფეთქებული რონალდო და პსჟ-ში დაკარგული მესი...

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნების შემდეგაც წარმატებული სვლა განაგრძო, რასაც პსჟ-ში გადასულ ლიონელ მესიზე ვერ ვიტყვით.

"წითელი ეშმაკების" ლეგენდამ ინგლისში გადაბარგების შემდეგ 3 შეხვედრა გამართა, თავი კი 4 გოლით გამოიჩინა, საპასუხოდ, "ალბისელესტეს" კაპიტანმა მეტოქის კარის აღება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა, ამასთან ერთად პარიზულ გიგანტს თამაში უჭირს, შემტევი ტრიო ერთმანეთში ვერ კომბინირებს.

რონალდოს ეფექტი "მანჩესტერ იუნაიტედში"

"რონალდო მნიშვნელოვან მომენტებს გრძნობს, ის დაუნდობელია, მან ჩვენ გაგვაძლიერა, ამასთან ერთად სხვებს დამატებითი მოტივაცია მისცა" - განუცხადა BBC Sport-ს ოლე გუნარ სოლსკაიერმა.

"ნიუკასლთან" პრემიერ ლიგაში
დაბრუნებულმა ვარსკვლავმა დუბლის შესრულება მოახერხა, ამის შემდეგ კი "იანგ ბოისისა" და "ვესთ ჰემის" კარიც დალაშქრა.

ყველა თამაშში, რომელშიც კრიშტიანომ მონაწილეობა მიიღო, თავისი კვალი დატოვა და შეხვედრის მნიშვნელოვან ფეხბურთელად გადაიქცა.

პორტუგალიელ შემტევს გულშემატკივრები დიდ პატივს სცემენ, "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემდეგ კი გამამხნევებელი შეძახილები არ აკლია, მოკლედ რომ ვთქვათ, სტადიონზე დამსწრე საზოგადოება ისეთ გარემოს ქმნის, როგორშიც რონალდო "ფეთქდება".

"პარი სენ ჟერმენში" დაკარგული ლიონელ მესი

ლიონელ მესის "ბარსელონადან" პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ყველა ელოდა, რომ პარიზული კლუბი უძლეველი გახდებოდა, თუმცა ტყუილად... არგენტინელმა ვარსკვლავმა გუნდზე იმხელა ზეგავლენა ვერ მოახდინა, როგორიც "ბლაუგრანაში" ჰქონდა.

19 სექტემბერს, "ლიონთან" შეხვედრის მიმდინარეობისას, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ მისი თანამემამულე 75-ე წუთზე შეცვალა, შეხვედრის ანგარიში კი 1:1 გახლდათ.

ლეოს პარიზში გადასვლა ალბათ რონალდოს "იუნაიტედში" დაბრუნებას არც უნდა შევადაროთ, ფაქტი ერთია და ნათელი, კრიშტიანო "წითელი ეშმაკების" მაისურით ბედნიერია, იღიმის და მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეებს შანსს არ აძლევს, რასაც მესიზე ვერ ვიტყვით... ამის შესაძლო განმაპირობებელი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მთელი გუნდი პორტუგალიელზეა, როგორც უკვე აღვნიშნე, გულშემატკივრებიც 7-იანისთვის აქტიურობენ, პარიზში კი ყველაფერი პირიქითაა, იქ ვარსკვალვებს თავის გამოჩენა სურთ, რათა ბევრი რამ დაამტკიცონ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 38 /
პირიქით იუვენტუსში გამოჩნდა რონალდუს ინდივიდუალობა და დონე მან დაამტკიცა საერთოდ პასი რო არავინ მისცეს და იუვეში ყველა თავისთვის დარბოდა რონალდუ მაინც გაიტანს ოცდაათ და მეტ გოლს მესის არ ვამცირებ მაგრამ აგერ უკვე დაიწყეთ მესისტებმა პსჟ-ში პასს არ აძლევენო ასეო ისეო სწორედ როცა არ გაძლევენ და ყველა თავისთვის თამაშობს მაშინ უნდა დაამტკიცო რო დონე ხარ გეყოფათ რონალდუს დაკნინება ის სამოცი წლის რო გახდეს მაინც დიდებული იქნება და ხომ ხედავთ მესიც იყიდება ფულზე და ეს ნორმალურია ფეხბურთი ბიზნესია მაგრამ დონე არ უნდა დაკარგო
vvvvvv
15:13 21-09-2021
7
მოკლედ ეს მესის ფანები, როგორც ყოველთვის ზედმეტად აგრესიულები არიან))) რა გჭირთ ბიჭო, რას იბოღმებით, ნაციონალებივით))) დავიწყოთ იმით, რომ ორივე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. რამდენი არგუმენტიც არ უნდა მომიყვანოთ, რომ მესი ჯობია, იმდენ საპირისპიროს მოგიყვანთ, რომ არ ჯობია. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ კაცს 4 განსხავებული სტილის ჩემპიონატში აქვს ნათამაშები და ყველგან დაფრინავდა, ხშირად მთელ გუნდს ათრევდა. მესიზე სულ ვიძახდი, რომ ესპანეთზე იყო მორგებული, აბა გადასულიყო სერია A -ში კალიარის მცვეელებსაც ვერ გაცდებოდა))) თუმცა ეს მის ტალანტს არ აკნინებს, ორივე ძაან კლასნია, მაგრამ გადაჭრით იმის თქმა რომ ან ერთი ჯობია ან მეორე, არ შეიძლება. ესაა რეალობა:)
7

სიახლეები პოპულარული