აფეთქებული რონალდო და პსჟ-ში დაკარგული მესი...

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნების შემდეგაც წარმატებული სვლა განაგრძო, რასაც პსჟ-ში გადასულ ლიონელ მესიზე ვერ ვიტყვით.

"წითელი ეშმაკების" ლეგენდამ ინგლისში გადაბარგების შემდეგ 3 შეხვედრა გამართა, თავი კი 4 გოლით გამოიჩინა, საპასუხოდ, "ალბისელესტეს" კაპიტანმა მეტოქის კარის აღება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა, ამასთან ერთად პარიზულ გიგანტს თამაში უჭირს, შემტევი ტრიო ერთმანეთში ვერ კომბინირებს.

რონალდოს ეფექტი "მანჩესტერ იუნაიტედში"

"რონალდო მნიშვნელოვან მომენტებს გრძნობს, ის დაუნდობელია, მან ჩვენ გაგვაძლიერა, ამასთან ერთად სხვებს დამატებითი მოტივაცია მისცა" - განუცხადა BBC Sport-ს ოლე გუნარ სოლსკაიერმა.

"ნიუკასლთან" პრემიერ ლიგაში
დაბრუნებულმა ვარსკვლავმა დუბლის შესრულება მოახერხა, ამის შემდეგ კი "იანგ ბოისისა" და "ვესთ ჰემის" კარიც დალაშქრა.

ყველა თამაშში, რომელშიც კრიშტიანომ მონაწილეობა მიიღო, თავისი კვალი დატოვა და შეხვედრის მნიშვნელოვან ფეხბურთელად გადაიქცა.

პორტუგალიელ შემტევს გულშემატკივრები დიდ პატივს სცემენ, "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემდეგ კი გამამხნევებელი შეძახილები არ აკლია, მოკლედ რომ ვთქვათ, სტადიონზე დამსწრე საზოგადოება ისეთ გარემოს ქმნის, როგორშიც რონალდო "ფეთქდება".

"პარი სენ ჟერმენში" დაკარგული ლიონელ მესი

ლიონელ მესის "ბარსელონადან" პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ყველა ელოდა, რომ პარიზული კლუბი უძლეველი გახდებოდა, თუმცა ტყუილად... არგენტინელმა ვარსკვლავმა გუნდზე იმხელა ზეგავლენა ვერ მოახდინა, როგორიც "ბლაუგრანაში" ჰქონდა.

19 სექტემბერს, "ლიონთან" შეხვედრის მიმდინარეობისას, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ მისი თანამემამულე 75-ე წუთზე შეცვალა, შეხვედრის ანგარიში კი 1:1 გახლდათ.

ლეოს პარიზში გადასვლა ალბათ რონალდოს "იუნაიტედში" დაბრუნებას არც უნდა შევადაროთ, ფაქტი ერთია და ნათელი, კრიშტიანო "წითელი ეშმაკების" მაისურით ბედნიერია, იღიმის და მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეებს შანსს არ აძლევს, რასაც მესიზე ვერ ვიტყვით... ამის შესაძლო განმაპირობებელი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მთელი გუნდი პორტუგალიელზეა, როგორც უკვე აღვნიშნე, გულშემატკივრებიც 7-იანისთვის აქტიურობენ, პარიზში კი ყველაფერი პირიქითაა, იქ ვარსკვალვებს თავის გამოჩენა სურთ, რათა ბევრი რამ დაამტკიცონ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 38 /
პირიქით იუვენტუსში გამოჩნდა რონალდუს ინდივიდუალობა და დონე მან დაამტკიცა საერთოდ პასი რო არავინ მისცეს და იუვეში ყველა თავისთვის დარბოდა რონალდუ მაინც გაიტანს ოცდაათ და მეტ გოლს მესის არ ვამცირებ მაგრამ აგერ უკვე დაიწყეთ მესისტებმა პსჟ-ში პასს არ აძლევენო ასეო ისეო სწორედ როცა არ გაძლევენ და ყველა თავისთვის თამაშობს მაშინ უნდა დაამტკიცო რო დონე ხარ გეყოფათ რონალდუს დაკნინება ის სამოცი წლის რო გახდეს მაინც დიდებული იქნება და ხომ ხედავთ მესიც იყიდება ფულზე და ეს ნორმალურია ფეხბურთი ბიზნესია მაგრამ დონე არ უნდა დაკარგო
vvvvvv
21 სექტემბერი 2021 15:13
7
აუფ თურმე პასს არ აძლევდნენ რონალდოს იუვენტუსში და მაინც გაგქონდა)))) არა ბიჭო სულ 50 მეტრიდან დატყმებით აქვს გოლები გატანილი! თუ დრიბლინგით შეიჭრებოდა ხოლმე საჯარიმოში და ისე გაქონდა? მაგისი გოლები ნახეთ უმრავლესობა ან თავზე კარგი პასის შემდეგ( მაღლა ხტომა კარგად გამოსდის ეგ მართალია) ან კარგი პასით მეკარის პირისპირ გაყავთ ან ვიღაცის დარტყმულის დამატებაზე. ეგაა მაგის ფეხბურთი ვისაც ფეხბურთი ეგრე გესმით და მაგისთვის მოგწონთ ღმერთმა შეგარგოთ. მესისთან მაგის შედარებას თავი დაანებეთ. სასაცილოა.
სასაცილოა
21 სექტემბერი 2021 17:42
16
რაღაც სამი თამაში ითამაშა ლეომ და უკვე ატეხეთ ერთი ამბავი და გნიასი. არ გავკარით ყველას, ვინც მესის აკრიტიკებს? გვახსოვს როლანდოც იუვეში მოჯღუნული სახით დადიოდა და ხან მწვრთნელს ეჩხუბებოდა, ხანაც გასახდელში ფეხბურთელებს რა ვიგონებთ რამეს? ბოლოს იმით დამთავრდა მისი იტალიელობა, რომ აიბარგა იქიდან. რა მესიზე იწყებთ ერთ ამბავს? მერე ეს შედარებები, როლანდოს ფანატიკოსებმა აღარ უნდა მორჩეთ? რა სჭირს ლეო მესის როლანდოს, რომ შეედაროს? არაფერი, უბრალოდ ლეო, ლეო მესია!!!!!! ამით ყველაფრია ნათქვამი! მე პირადად როგორც ფეხბურთელი, მესიზე ძალიან არცერთი ფეხბურთელი არ მომწონს! ლეო ჩემთვის ფეხბურთის ზეიმია და ასეთადაც დარჩება.
30
21 სექტემბერი 2021 15:02
27
მესი არის ერთი პოზიციის და ერთი შეთამაშებული გუნდის ფეხბურთელი,როგორიც ბარსა იყო ხავი ინიესტას პერიოდში,გამოჩნდა სინამდვილეში რაც არის,ერთი ჩვეულებრივი საშუალო დონის მოთამაშეა
besss
21 სექტემბერი 2021 14:51
16
კაი ძმებო გეყოფათ შურით ლაპარაკი რონალდო რო უფრო პროფესიონალია ამას არ უნდა ლაპარაკი, მესის ფეხბურთი მორჩა გადასულიყო ისეთ გუნდში სადაც ლიდერი იქნებოდა მაგრამ ფული ჯოჯოხეთს ანათებს, ბარსელონამ 7 წლიდან უპატრონა და დაიკიდა გუნდი და ფულის გულისთვის წავიდა ეხლა არ თქვათ არაოო, მოკლედ ფეხბურთს ხო მოუკლო და ადამიანობაშიც მთლად კარგი არ ყოფილაა, რო წასულიყო ინტერში მილანში თუნდაც ტოტენჰემში ვიტყოდი თამაშიბუნდა თქო მარა ჩვეულებრივი კიკუ ყოფილა ფული ბაბაიაა ფულიიიიიი
გიორგი
21 სექტემბერი 2021 14:48
14
ძმავ! ყველაზე ძალიან ვისაც უნდოდა ბარსაში დარჩენა, ეს თავად ლეო მესი იყო! რაც შეეხება ფულს, ისე ამბობ თითქოს შენი ნარცისკა, უფულოდ დარბის, გუნდიდან გუნდში არა? ბაბაი ფულიიიი ბაბაია, ეხლა არ გვითხრა არაო. რაც შეეხება მესის "არა ადამიანობას" ეს უნდა კითხო იმ ხალხს, ვისაც მესი უანგაროდ ეხმარება. ეხლა შენი ნარცისკა როგორ იქცეოდა მინდორზე? თავის კვერცხებს (აქვს კი?) საზიზღარი ჟესტით, რომ უჩვენებდა ფანებს, ასევე მსაჯსაც, დაგავიწყდა? ასევე კაპიტნის სამკლავურს, რომ კაცი ძირს დაანარცხებ, შევარცხვინე მისი ადამიანობა! ისე, რომ როლანდოს კიკუებო მოკეტეთ და მესი თქვენნაირი მოლაყბეების, სასხენებელი არ არის!
როლანდოს კიკუებო! ნუ გადაგვაყოლეთ ამ თქვენი როლანდოთი,. უკვე მოხანეთ ტვინიიიი.
21 სექტემბერი 2021 15:25
20
ფეხბურთის გულშემატკივარი რო დაწერ რო რონალდუ იუვენტუსში არ ჩანდა გარტყმაში არ ხარ ფეხბურთის ასეთებს რა უნდა ელაპარაკო ?
vvv
21 სექტემბერი 2021 14:29
5
კაი თუ ძმა ხარ რა? არაფერიც არ ჩანდა, უბრალოდ ყველაზე, დაბოღმილი და გაჯავრებული სახით დადიოდა. თუ სჩანდა რატომ აიბარგა იუვედან? უბრალოდ ვერ აიტანეს მისი ამბიციები და ქეც გამოაბუნძულეს.
ფეხბურთის გარტყმაში, რომ ვარ იმიტომაც აგეწვათ ერთი ადგილები...
21 სექტემბერი 2021 15:12
15
ჩემპ ლიგის ბოლო მატჩში რომელიც პსჟმ- ძალიან უნიჭოდ ითამაშა მესი მოედანზე ყველას ჯობდა. თუ გოლის მომენტს არ ჩავთვლით კარშც ლამის მხოლოდ ეგ ურტყამდა. ნუ არ გაუმართლა ხარიხის მომენტში. იგივე ლიონთან. პოჩეტინო ძალიან საშუალო მწვრთნელია. და გრანდის დონეს ვერასდროს გაქაჩავს. მიუხედავად ამისა მესი მაინც გამორჩეულია ამ არცთუ აწყობილ გუნდში. გოლებიც იქნება მალე. რაც შეეხება რონალდუს. რონალდუ ბრწყინვალე ფეხბურთელია მაგრამ ის მხოლოდ საჯარიმოს ფეხბურთელია.არც პლეიმეიკინგი არც დრიბლინგი არც შირიდან დარტყმები საერთოდ საჯარიმოს გარეთ მას არაფერი ევალება. და უიშვიათეს შემთხვევაში აკეთებს იქ რამეს.ასეთ შემთხვევაში ახალ გუნდთან შეგუება-შეთამაშება გაცილებით ადვილია . კიდევ ერთხელ ვიმეორებ რონალდუ ბრწყინვალე ფეხბურთელია და ძალიან მომწონს მისი გოლის ალღო და ფიზიკური მონაცემები და ჟილკა, მაგრამ მესისთან შედარება ხელივნური მგონია მაინც. დიაპაზონია სხვადასხვა.
არტ
21 სექტემბერი 2021 13:34
18
ვერ დაგეთანხმები, ფეხბურთი მრავალმხრივი სპორტია, ასე რომ მოთამაშის დახასიათება არ ხდება მისის გარკვეული მონაცემების საფუძველზე. ის რომ ვინმეს კარგი დრიბლინგი აქვს და მეორეს მარტო გოლის ალღო არაფერს ნიშნავს. აქ საერთო გლობალურ ასპექტში უნდა დახასიათება.
ანუ მოთამაშეს რა გავლენა აქვს გუნდზე ეს არის მნიშნველოვანი, თორემ შეიძლება მცველი იყო და იყო საუკეთესო. ასეთი იყო თავის დროზე ბეკენბაუერი -მცველი. ნომერ პირველი :)
las
21 სექტემბერი 2021 14:52
8
მესი უბარსელონოდ არის ნოლი
მახო
21 სექტემბერი 2021 13:18
21
მახო, სარკეში ჩაიხედე და რამხელა 00-ნოლს დაინახავ.
კუმ ფეხი გამოყოო, შენაირებზეა ნათქვამი.
21 სექტემბერი 2021 15:27
8
მესის ამპლუის მოთამაშე ვერ გაქაჩავს პრემიერ ლიგაში. უნდა ირბინოს აღმა დაღმა. რაც მაგას აღარ შეუძლია. მუნდიალის მერე დაანებებს თამაშს თავს. პსჟ-ში რა გითხრატ დიდ კვალს ვერ დატოვებს. იქ ნეიმარია, მბაპე. მესი ვერ იქნება იქ ერპიროვნული ლიდერი, მითუმეტეს ასეტ ფიზიკურ კონდიციებში.
მესი უდაოდ ფენომენია, მაგრამ საფეხბურთო თვალსაზრისით რონი რომ სრულყოფილია ამას რა ლაპარაკი უნდა.
ასაკიდან გამომდინარე შეიცვალა თამაშის სტილი, ფიზიკურად ისევ ძლიერია, თამაშობს თავით, ორვიე ფეხით, საჯარიმოში, საჯარიმოს გარედან. მოკლედ სრულყოფილი სპორცმენია :)
las
21 სექტემბერი 2021 13:13
5
როლანდოსთვის უცხო არაა, აქეთ-იქით წანწალი, გუნდიდან, გუნდში გადასვლა ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია, ასეთ რამეებს მაგრად არის მიჩვეული , თანაც ნუ გავიწყდებათ, რომ ფაქტიურად მშობლიურ კლუბში დაბრუნდა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მესისთვი კი ეს პირველი შემთხვევაა და არც მიკვირს, რომ გაუჭირდებოდა. როცა დიდი ხანი ხარ ერთ კლუბში და უცებ ამ ყველაფერს "იძულებით" სტოვებ,და გადადიხარ შენთვის ახალ გარემოში, ამის უცებ მიღება და მიჩვევა არ არის ადვილი. მერე ბოლო თამაშში პოჩეტინო მაგრად ჩაიჭრა მესი, რომ შეცვალა, ამით უფრო ცუდი სამსახური გაუწია მესის. სიმართლე გითხრათ მესი მენანება ყველასთვის, იმდენ უმადურობას წააწყდა ბოლო ხანში, რომ კიდევ როგორ ახერხებს და თამაშობს? აი ეს არის საკითხავი. ლეო! რაც არ უნდა იყოს, შენ არავისთან დასამტკიცებელი არაფერი გაქვს, დიდი ხანია დამტკიცებული გაქვს, რომ ხარ ფენომენალური ფეხბურთელი!!!!!!!!!! ძაღლებმმა იყეფონ რამდენიც შეუძლიათ.
გია
21 სექტემბერი 2021 12:54
9
მესის ბურთის ძელს მორტყმული თამაში სჯობია ხარისხითაც და საყურებლად...საჯარიმოში ყოფნას და ფხაკურს...და ცდება მავანი,თუ ჰგონია რომ ფეხბურთი ანგარიში ან გოლია...
დათო
21 სექტემბერი 2021 12:34
24
მესმის რომ ფანი ხარ, მეც მაგრად მომწონს მესის თამაში, მაგრამ ესეც რეალობაა რაც სტატიაშია ასახული ასე რომ....
baggio
21 სექტემბერი 2021 13:44
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული