აფეთქებული რონალდო და პსჟ-ში დაკარგული მესი...

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნების შემდეგაც წარმატებული სვლა განაგრძო, რასაც პსჟ-ში გადასულ ლიონელ მესიზე ვერ ვიტყვით.

"წითელი ეშმაკების" ლეგენდამ ინგლისში გადაბარგების შემდეგ 3 შეხვედრა გამართა, თავი კი 4 გოლით გამოიჩინა, საპასუხოდ, "ალბისელესტეს" კაპიტანმა მეტოქის კარის აღება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა, ამასთან ერთად პარიზულ გიგანტს თამაში უჭირს, შემტევი ტრიო ერთმანეთში ვერ კომბინირებს.

რონალდოს ეფექტი "მანჩესტერ იუნაიტედში"

"რონალდო მნიშვნელოვან მომენტებს გრძნობს, ის დაუნდობელია, მან ჩვენ გაგვაძლიერა, ამასთან ერთად სხვებს დამატებითი მოტივაცია მისცა" - განუცხადა BBC Sport-ს ოლე გუნარ სოლსკაიერმა.

"ნიუკასლთან" პრემიერ ლიგაში
დაბრუნებულმა ვარსკვლავმა დუბლის შესრულება მოახერხა, ამის შემდეგ კი "იანგ ბოისისა" და "ვესთ ჰემის" კარიც დალაშქრა.

ყველა თამაშში, რომელშიც კრიშტიანომ მონაწილეობა მიიღო, თავისი კვალი დატოვა და შეხვედრის მნიშვნელოვან ფეხბურთელად გადაიქცა.

პორტუგალიელ შემტევს გულშემატკივრები დიდ პატივს სცემენ, "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემდეგ კი გამამხნევებელი შეძახილები არ აკლია, მოკლედ რომ ვთქვათ, სტადიონზე დამსწრე საზოგადოება ისეთ გარემოს ქმნის, როგორშიც რონალდო "ფეთქდება".

"პარი სენ ჟერმენში" დაკარგული ლიონელ მესი

ლიონელ მესის "ბარსელონადან" პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ყველა ელოდა, რომ პარიზული კლუბი უძლეველი გახდებოდა, თუმცა ტყუილად... არგენტინელმა ვარსკვლავმა გუნდზე იმხელა ზეგავლენა ვერ მოახდინა, როგორიც "ბლაუგრანაში" ჰქონდა.

19 სექტემბერს, "ლიონთან" შეხვედრის მიმდინარეობისას, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ მისი თანამემამულე 75-ე წუთზე შეცვალა, შეხვედრის ანგარიში კი 1:1 გახლდათ.

ლეოს პარიზში გადასვლა ალბათ რონალდოს "იუნაიტედში" დაბრუნებას არც უნდა შევადაროთ, ფაქტი ერთია და ნათელი, კრიშტიანო "წითელი ეშმაკების" მაისურით ბედნიერია, იღიმის და მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეებს შანსს არ აძლევს, რასაც მესიზე ვერ ვიტყვით... ამის შესაძლო განმაპირობებელი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მთელი გუნდი პორტუგალიელზეა, როგორც უკვე აღვნიშნე, გულშემატკივრებიც 7-იანისთვის აქტიურობენ, პარიზში კი ყველაფერი პირიქითაა, იქ ვარსკვალვებს თავის გამოჩენა სურთ, რათა ბევრი რამ დაამტკიცონ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 38 /
მესი ინგლისში უნდა წასულიყო თუნდაც სიტიში ამით რონალდუსთან მისი კონკურენციის დაძაბულობა მაქსიმუმს მიაღწევდა,დაიწყებოდა ფანებს შორის გაწევ გამოწევა და ამით ყველა მოგებული დარჩებოდა განსაკუთრებით ფეხბურთი მოიგებდა.პსჟ-ში სადაც უკვე ორი სუპერვარსკვლავია და თანაც ორვე ამბიციური მესის ლიდერობას არ დაუთმობენ და ეს მორალურად გააფუჭებს.რონალდუ ბუნებითაც ლიდერია და მთელმა გუნდმა და მანჩესტერის ფანება ლიდერად მიიღეს.ეს კი დამატებითი სტიმულია პატივმოყვარე რონალდოსთვის.
ჩემი აზრით
21 სექტემბერი 2021 11:59
4
კიდევ ერთხელ დამტკიცდა რო რონალდო პროფესიონალია მესისგან განსხვავებით, სადაც ითამაშა ყველგან ლიდერი იყო და არი, ჯერ ნაკრებში თამაში რად ღირს, აი მესი ბარსელონას გარდა არანაირი მიხწევები არ აქვს და არც ექნებაა როგორც ნაკრებშია ათ თამაშში ერთ გოლს რო გაიტანს ისე იქნება პარიზშიც მოკლედ დამთავრდა მესის ფეხბურთი,
გიორგი
21 სექტემბერი 2021 11:39
22
კლავიატურის ვირთხახარ,რას ნიშნავს ყველამ მოკეტეთ?ყველა თავის აზრს აფიქსირებს,ეკრანს ამოფარებული ხომ იცი რაც ხარ
???-s
21 სექტემბერი 2021 14:10
3
შენ ჩემი ძმა ფეხბურთს უყურებ საერთოდ თუ მარტო რონალდოს თამაშებს? ჯერ ერთი რონალდოხ ნაკრებში თამაში მისი კარგი თამაშით კი არა არამდეს გუნდის დამსახურებაა. მეორეც, არგენტინაში ყველა ბეცივით მესის უყურებს ა ახლა ეს იზავსო და დანარჩენები კი დგანან ხესავით. დაკეტავენ მესის და ვსიო. არგენტინა დგას. და პორტუგალიაში მასე ყოფილა ოდესმე? ცოტა დაუკვირდი რას წერ. და იმას რომ იძახი ჰუი რონალდო და ჰუი რონალდოო, ოდესმე რეალის თამაში რონალდოს გარეშე გინახავს? ოდესმე ივენტუსის თამაში რონალოდს გარეშე გინახავს? და დასკვა გაგიკეთებია? საიდან მოგაქვთ ეს ვითომ ლგიკა ვერ გამიგია.

პ.ს. ისე რომ იცოდე მესი მხოლოდ ეჯიბრება მარადონას და არაას ხვან ნებისმიერ ფეხბურთელს. რონალდოზე ზედმეტია საუბარი. ამით უკვე მიხვდები სადაა შენი საუბარი
giorgis
21 სექტემბერი 2021 13:58
12
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული