ძიუბა რუსეთის მოღალატედ გამოაცხადეს - მან ნაკრებში თამაშზე უარი თქვა

AutoSharing Option
"ზენიტის" 33 წლის თავდამსხმელმა არტიომ ძიუბამ, რომელმაც "რუბინთან" მატჩში დუბლი შეასრულა, რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა.

რუსეთის ნაკრების თამაში შეტევაში უკანასკნელ წლებში ტანმღალ ძიუბაზე (სიმაღლე 196 სმ) იყო აწყობილი, მაგრამ მას კონფლიქტი ჰქონდა ეროვნული გუნდის ახალ მწვრთნელ ვალერი კარპინთან და დემარშს ამით ხსნიან.

ბიატლონში ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალექსანდრ ტიხონოვმა ფეხბურთელს აბსოლუტური მოღალატე უწოდა, მისი სპორტიდან ცოცხით გაგდება და კლუბში თამაშის აკრძალვა მოითხოვა.

"არანორმალურ ფულს უხდიან, ისინი კი ნორმალურად არ თამაშობენ, ევროტურნირებზე სირცხვილი გვანახეს - ყველაფერი ჩასვარეს", - ბრძანა ტიხონოვმა.

ცნობილმა
ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა თავის "ტელეგრამ-არხზე" დაწერა, რომ ძიუბა სულელია.

რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა კი განაცხადა, რომ არტიომს ხაზი უნდა გადაუსვან და მისი გვარი სამუდამოდ დაივიწყონ.

მოკლედ, 1937 წელი რომ იყოს, "ტროიკა" სასიკვდილო განაჩენსაც კი გამოუტანდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
დაეღალა მარჯვენა და რა ქნას?!
გუგა
17:24 22-09-2021
0
რუსეთის სახელმწიფო ბიოუჯეტიდან პლიუს გაზპრომი ლუკოილი როსნეფტი ვთბი ბანკი და კიდევ 40 მდე მსხვილი რუსული კომპანია აფინანსებს რუსულ კლუბებს ფაქტიურად მილიარ დოლარზე მეტი იხარჯება ყოველ წლიურად რუსულ საკლუბო ფეხბურთში და რამდენიმე მილიარდი დაიხარჯა ინფრასტრუქტურაზე და ამის შედეგია ყოველ წელს ევროტურნირებზე ჯგუფში ჩარჩენა საშუალო კლასის პირველობა და საშუალო კლასის ნაკრები.
უბრალოდ კარგად შეფუთული შემპიონატი რუსეთის ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტი რომ ვიყო აუცილებად დავფიქრდებოდი იმაზე თუ რაში დაიხარჯა ეს ფული როცა იმ ქვეყნებს რომლებსაც 10 ჯერ ნაკლები ხარჯი აქვთ ბევრად უკეთესი შედეგები აქვთ ევროსარბიელზე ფაქტი ერთი რუსებმა ფეხბურთის თამაში არ იციან მაგათი სპორტი ფეხბბურთი არაა და ჯობია ისევ ჰოკეის მიაქციონ ყურადღება.
ზურა
13:57 22-09-2021
1

სიახლეები პოპულარული