რონალდო 1-ელი, ინიესტა მე-7 - 10 მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გამოქვეყნდა

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა Forbes-ის მიხედვით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდო 2021/22 წლების სეზონში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.

"წითელი ეშმაკების" ლიდერი გადასახადების გარეშე 125 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს, საიდანაც 70 მილიონი აშშ დოლარი ანაზღაურება, ხოლო 55 მილიონი სარეკლამო კონტრაქტებიდან მიღებული თანხა იქნება.

პორტუგალიელ ვარსკვლავს უკან არგენტინელი ლიონელ მესი მოჰყვება, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს 110 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს - კლუბისგან ხელფასის სახით 75 მილიონი ამერიკული დოლარი, რეკლამებიდან კი 35 მილიონი აშშ დოლარი.

10 მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მსოფლიოში:

1. კრიშტიანო რონალდო ("მანჩესტერ იუნაიტედი") -
125 მილიონი აშშ დოლარი

2. ლიონელ მესი (პსჟ) - 110 მილიონი აშშ დოლარი

3. ნეიმარი (პსჟ) - 95 მილიონი აშშ დოლარი

4. კილიან მბაპე (პსჟ) - 43 მილიონი აშშ დოლარი

5. მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული") - 41 მილიონი აშშ დოლარი

6. რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") - 35 მილიონი აშშ დოლარი

7. ანდრეს ინიესტა ("ვისელ კობი") - 35 მილიონი აშშ დოლარი

8. პოლ პოგბა ("მანჩესტერ იუნაიტედი") - 34 მილიონი აშშ დოლარი

9. გარეთ ბეილი ("რეალი") - 32 მილიონი აშშ დოლარი

10. ედენ აზარი ("რეალი") - 29 მილიონი აშშ დოლარი

მომზადებულია Sports-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 2 /
აქაც პირველია!!
კახა
20:49 22-09-2021
5

სიახლეები პოპულარული