ბოსნიაში მსაჯს სცემეს და ავტომობილი დაუწვეს

AutoSharing Option
ბოსნიის ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩი „ველეჟსა“ და ბანია-ლუკას „მოსტარს“ შორის ინციდენტით დასრულდა.

სარაევოს რადიოს ცნობით, მსაჯმა საბრია ტოპალოვიჩმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რომლებმაც შეხვედრის შედეგზე გავლენა იქონია. 82-ე წუთზე „ბორაცის“ მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ "ველეჟის" ფანები მოედანზე გადავიდნენ, თამაში შეწყდა და არბიტრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ნამატჩევს ტოპალოვიჩსა და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებს, რომლებიც ავტომობილით უკან ბრუნდებოდნენ, ტრასაზე გვირაბში დაუდგენელი პირები დაუხვდნენ, საქარე მინა გაუტეხეს და შიგნით ანთებული პიროტექნიკა შეუგდეს. ინციდენტის შედეგად მატჩის ინსპექტორი ადნან ალისპახიჩი დაშავდა.

„ველეჟს“ ტექნიკური წაგება 0:3 ჩაუთვალეს,
სტადიონი დისკვალიფიცირებულია, ხოლო კლუბის ხელმძღვანელობას დასჯიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული