თინა კანდელაკი: ძიუბაც კი ვერ იმასტურბირებს

AutoSharing Option
"გაზპრომ-მედიის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, თინა კანდელაკმა, "მატჩ ტვ"-ის ახალი სეზონის წინ პრეზენტაციაზე სიმღერის კომენტარი გააკეთა.

რეპ-კომპოზიციაში გამოყენებული იყო სტრიქონი "ზენიტის" თავდამსხმელ არტიომ ძიუბაზე: "შეხედე ჩვენს ციფრებს, ყოველ არხს ასე სურს; მათი კონტენტი საინტერესო არ არის, თვით ძიუბა ვერ იმასტურბირებს“.

"სიტყვა ძიუბაზე? ღმერთო ჩემო, სიტყვა არ თქმულა და ამან ყველა ააფორიაქა და ააღელვა. თუ ასე გაღელვებთ, წაიკითხეთ კლასიკოსები, წაიკითხეთ ბროდსკი. რამაც ყველა შეაშფოთა, მან შესანიშნავად თქვა", - განაცხადა კანდელაკმა "სოლოვიოვ LIVE"-ის "იუთუბის" არხზე.

როგორც იცით, ძიუბას სკანდალური ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, კანდელაკმა
კი ამას მაშინ შანტაჟი და ტერორიზმი უწოდა და ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, პირად და ინტიმურ ცხოვრებაში არავის აქვს ჩარევის უფლება და ვისაც რა უნდა, იმას გააკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ