რონალდოს დედა რძალს იწუნებს? არეულობა ვარსკვლავის ოჯახში

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს დედას, დოლორეს ავეიროს, არ სურს, რომ მისმა შვილმა ჯორჯინა როდრიგესზე იქორწინოს. ვარსკვლავის მშობლის თქმით, არგენტინაში დაბადებულ მოდელს ეკონომიკური ზრახვები ამოძრავებს.

პორტუგალიელი შემტევი საპასუხოდ თავის ამჟამინდელ სატრფოსთან ბედნიერია, სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით ერთად გადაღებულ ფოტოებს. წყვილი კი კრიშტიანო ჯუნიორთან, ევასთან, მატეოსთან და ალანასთან ერთად მანჩესტერში ცხოვრობს. ეს უკანასკნელი მათი საერთო შვილია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდელი სპორტსმენისგან ხელის თხოვნას ელოდება, თუმცა, როგორც ჩანს, რონალდოს დედა ამის წინააღმდეგია. მედალს ორი მხარე აქვს და გარკვეული პერიოდის წინ დაიწერა, რომ ჯორჯინასა და ავეიროს
კარგი ურთიერთობა აქვთ, ქალბატონი კი როდრიგესის რონალდოს ცხოვრებაში ჩართულობასა და მხარდაჭერას აფასებს.

ყველაფერს დრო გვაჩვენებს. ჯერჯერობით უცნობია, დაუჯერებს თუ არა "იუნაიტედის" ფორვარდი დედას.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 12 /
გადაირევა კაცი-რა, ყველა დედას, რომ თავისი შვილი უფრო კარგი ჰგონია... ;)
აჩი
16:53 03-12-2021
0
აუფ.. მაშინ შეინიღბოს რო ვერავინ იცნოს და გაეცნოს ვინმეს ელ-შემდუღებლად ან მცხობელად(მე ასე მოვიქცეოდი)
რაც არ უნდა თქვა კარგი სექსი უმნიშვნელოვანესია-მაგ შემთხვევაში ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინტერესები 2ე პლანზე იწევს.როცა ლოგინში ყველაფერი კარგადაა მაშინ სხვა რაღაცეები წვრილმანებად მოჩანს.
Levani
16:26 02-12-2021
0

სიახლეები პოპულარული