ესპანეთმა იტალია მილანში დაამარცხა - "სკუადრა აძურას" 37-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთმა სტუმრად იტალიას 2:1 სძლია.

ამით დასრულდა „სკუადრა აძურას“ 37-მატჩიანი წაუგებელი სერია - ეს მსოფლიოს რეკორდია.

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ პრესის აზრი საერთოდ არ აინტერესებს, იმ ფეხბურთელებს უხმობს, ვისაც საჭიროდ თვლის და სასტარტოში „ბარსელონას“ ნახევარმცველი გავი დააყენა, რომელიც „ფურია როხას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა - 17 წლის და 62 დღის.

ანგარიში მე-17 წუთზე ფერან ტორესმა გახსნა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან ოიარსაბალის ჩაწოდებულ ბურთს მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი. შემდეგ ალონსოს დარტყმული ბურთი დონარუმამ უხეიროდ მოიგერია და
მასპინძლები ძელმა იხსნა. „სკუადრა აძურამ“ საპასუხო შეტევებით უპასუხა - ბერნარდესკის გატანა უნაი სიმონმა არ დაანება, ინსინიემ კი ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. 42-ე წუთზე მსაჯმა იტალიელთა მცველი ბონუჩი გააძევა, კომპენსირებულ დროში ფერან ტორესმა დუბლი შეასრულა და მანჩინის გუნდი უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში მასპინძლებს ბევრი შანსი არ ჰქონიათ, თუმცა 83-ე წუთზე კიეზამ სწრაფი კონტრიერიში წამოიწყო და პელეგრინის ანგარიში შეამცირებინა. ეგ იყო და ეგ.

დღეს, მეორე ნახევარფინალში, ტურინში ერთმანეთს საფრანგეთი და ბელგია შეხვდებიან.

მილანი. „სან სირო“
იტალია - ესპანეთი 1:2
გოლები: 0:1 ფერან ტორესი (17), 0:2 ფერან ტორესი (45+2), 1:2 პელეგრინი (83)
გაძევება: ბონუჩი (41)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ისევე როგორც ბარსელონას, ესპანეთის ნაკრების დიდების ხანამაც ჩაიარა ალბათ, სამწუხაროდ. ზოგადად, თანამედროვე ფეხბურთში აღარც ნაკრებები არის რომლებიც სხვებისგან განსაკუთრებით გამოირჩევიან და აღარც ფეხბურთელები, უკანასკნელ რამოდენიმე, უკვე ასაკში მყოფ ვარსკვლავს თუ არ ჩავთვლით.
........
09:43 07-10-2021
3
აბა მარო ჩვენ კია გვიგებს ესპანეთი,იტალია დააყოლა მისავე სტადიონზე
irakli
07:36 07-10-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული