კურტუა: იტალიასთან მესამე ადგილისთვის მატჩი უაზრობაა

AutoSharing Option
ერთა ლიგის ნახევარფინალში საფრანგეთთან დამარცხების (2:3) შემდეგ კომენტარი ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუამ გააკეთა.

"პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვთამაშობდით, განსაკუთრებით, ბურთის ფლობის მხრივ. მეორე ტაიმში მათ მაღალი პრესინგი დაიწყეს, ჩვენ კი ბურთთან მუშაობისას სიმშვიდე დავკარგეთ.

გოლები ვაჩუქეთ. ძალიან სამწუხაროა. გოლების გამეორება არ მინახავს, მაგრამ სავსებით ბუნებრივია, რაც ასეთი კლასის ფეხბურთელებმა პირველი გოლისას საჯარიმოში გააკეთეს. მეორე გოლისას პენალტის შემთხვევისას არ გაგვიმართლა.

ვიცოდით, რომ 2:0 საფრანგეთთან შეიძლებოდა საკმარისი არ ყოფილიყო.

იტალიასთან მომავალი შეხვედრა უაზრობაა.
არავითარი აზრი არ აქვს, ვინ დაიკავებს მესამე ადგილს. არ მესმის, რა საჭიროა ასეთი მატჩის ჩატარება", - ციტირებს კურტუას RTL Belgique-ი.