ვან დაიკმა მესისა და რონალდოს შორის საუკეთესო დაასახელა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველმა და ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს შორის საუკეთესო დაასახელა.

"ვიტყვი, რომ მესი ჯერ კიდევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მასსა და რონალდოს ბოლო 10 წლის მანძილზე დაუჯერებელი ციფრები ჰქონდათ და ისიც დაუჯერებელია, რასაც მიაღწიეს. თუმცა, მე მესის ავირჩევ, რამეთუ "ბარსელონას" წინააღმდეგ 2019 წელს ძალიან რთული ღამე გამოგვივიდა.

ჰოლანი? ის განსაკუთრებული ფორვარდია, ძლიერი და სწრაფი. ყველაფერი აქვს, რაც მცველებს ცხოვრებას ურთულებს. ძალიან სწრაფი და ცოტა სწორხაზოვანია, ჯეიმი ვარდის ჰგავს, მაგრამ ერლინი უფრო მაგარია", - თქვა
ვან დაიკმა.

მომზადებულია Liverpool Echo-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯეიმი ვარდი ტყუილად არ უხსენებია.
ვერ ვხვდები რატომ არ იყენებენ ნაკრებში.
დარწმუნებული ვარ თავის სიტყვას იტყოდა
las
09 ოქტომბერი 2021 09:12
0
მესი ჯერჯერობით მხოლოდ ბარსელონაში იყო მესი, ხოლო როლანდო სადაც კი თამაშობს ყველგან რონალდოა.
მახა
09 ოქტომბერი 2021 00:56
21
არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, კოპა ამერიკაზე გამარჯვებული. ოთხჯერ ათამაშა გუნდი ფინალებში. მათ შორის ერთხელ მსოფლიოზე. ფინალისტობა რის მერე არ ითვლება არაფრად? ყველა ტურნირზე, სადაც უთამაშია ტურნირის საუკეთესოს ტიტულის მფლიბელი. ნუ არ დარბის კლუბიდან კლუბში. მერე რა?
არტ
21 ოქტომბერი 2021 11:52
0
ვან დაიკს, დაეჯერება! როლანდოს ტყუილად კი არ შეარქვეს საერთაშორისო გზირი, მისთვის ადვილია აქათ-იქით წოწიალი, მესისთვის კი ეს ყველაფერი, უცხოა. განსხვავებას, ვერ ხედავ?
მახას
09 ოქტომბერი 2021 10:15
1
იცის ვან დაიკმა, თუ ვინ უნდა აირჩიოს.
წყალი არ გაუვა!
08 ოქტომბერი 2021 17:58
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული