იტალიამ ბელგია დაამარცხა და ერთა ლიგაზე მესამე ადგილზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის მატჩში იტალიამ ბელგიას 2:1 სძლია.

ნახევრფინალში საფრანგეთთან 2:3 დამარცხების შემდეგ ბელგიელთა მეკარე ტიბო კურტუამ თქვა, რომ მესამე ადგილისთვის შეხვედრა უაზრობაა და არ ესმის, რატომ უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, თამაში ლამაზი სანახავი გამოდგა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები ბარელამ დააწინაურა, 65-ე წუთზე კი კიეზას მოპოვებული პენალტი ბერარდიმ გამოიყენა. სტუმრებს, რომლებსაც ლუკაკუ და ედენ აზარი ვერ დაეხმარენ, ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ, სამჯერ გაარტყეს ბურთი ძელს, ხოლო 86-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევისას შეცვლაზე შესულმა 20 წლის დე კეტელარემ სადებიუტო გოლით ანგარიში
შეამცირა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და "სკუადრა აძურამ" გაიმარჯვა.

ტურინი.“ალიანც არენა“
იტალია - ბელგია 2:1
გოლები: 1:0 ბარელა (46), 2:0 ბერარდი (65, პენ), 2:1 დე კეტელარე (86)

. 22 წლის დონარუმა უკანასკნელი 56 წლის განმავლობაში იტალიელთა ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი იყო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს ნაკრებივითითამაშეს. მწვრთნელის ხელიც ეტყობა ვილისანიოლივიით
beqa
21:16 10-10-2021
0

სიახლეები პოპულარული