საფრანგეთმა ესპანეთსაც შემოუტრიალა თამაში და ერთა ლიგა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის ფინალში საფრანგეთმა ესპანეთი 2:1 დაამარცხა.

ფრანგებმა, ბელგიის მსგავსად, თამაში „ფურია როხასაც“ შემოუტრიალეს და ჩაგდებული ევროპირველობის შემდეგ ერთა ლიგა მოიგეს.

უმომენტო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ტაიმი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს. ჯერ ოიარსაბალმა დააწინაურა ესპანეთი, თუმცა მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - ბენზემამ ანგარიში გაათანაბრა, იქამდე პასიურმა მბაპემ კი მე-80 წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

მილანი. „სან სირო“
ესპანეთი - საფრანგეთი 1:2
გოლები: 1:0 ოიარსაბალი (64), 1:1 ბენზემა (66), 1:2 მბაპე (80)

- საფრანგეთმა 5 დიდი ტურნირი მოიგო: 2 მსოფლიოს ჩემპიონატი, 2 ევროპის
პირველობა
და 1 ერთა ლიგა.
- ბენზემა კარიერაში 26-ე ტიტულს დაეუფლა.
- დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში 4 ტიტული მოიგო - 2 ფეხბურთელის, 2 კი მწვრთნელის რანგში.
- მბაპემ ნახევარფინალსა და ფინალში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- ფრანგების მცველმა ვარანმა ტრავმა მიიღო და უპამეკანომ შეცვალა.
- გრიზმანი მეცხრე ფეხბურთელია, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ამბავი ოფსაიდებია ....???
saba
08:54 11-10-2021
1
მაგხელა აფსაიდებით საქართველოც შემოუტრიალებს ნებისმიერს
მინდია
01:05 11-10-2021
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული