პსჟ-ისა და ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ნეიმარის თქმით, მისთვის 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატი ბოლო იქნება.
29 წლის ფორვარდის თქმით, მისთვის კარიერა, რა თქმა უნდა, არ დასრულებულა, თუმცა საკუთარ აზრს მენტალური და ფსიქოლოგიური პოზიციის გამო აფიქსირებს.
"ვფიქრობ, 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემთვის უკანასკნელი იქნება. არ ვიცი, ფეხბურთის სათამაშოდ მენტალურად მზად თუ ვარ" - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს DAZN.
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგ ფორმაში ვიყო, რათა ჩემმა ქვეყანამ გაიმარჯვოს, ჩემი ბავშვობის ოცნებები კი ავისრულო".
ბრაზილიელმა ფორვარდმა საკუთარ დოკუმენტურ ფილმში, სახელწოდებით -
"ნეიმარ ჯუნიორ დე რეიესის დინასტია", 2014 წელს ხერხემლის ტრავმა გაიხსენა.
"ჩემს კარიერაში ეს ყველაზე ცუდი მომენტი იყო. სწორედ ამ წამიერმა ეპიზოდმა ჩემი ნახევარფინალში ვერთამაში გადაწყვიტა... და იქნებ ფინალშიც... ფეხებს ვერ ვამოძრავებდი, ცრემლები თავისით მომდიოდა. საავადმყოფოში გადამიყვანეს, ექიმი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ 2 სიახლე ჰქონდა, ცუდი და კარგი.
ცუდი ის იყო, რომ მუნდიალზე ვეღარ ვითამაშებდი, ხოლო კარგი ის, რომ 2 სანტიმეტრით მაღლა რომ ყოფილიყო, ფეხზე გავლას ვეღარასდროს შევძლებდი" - განაცხადა ნეიმარმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით