მადრიდულმა გამოცემა Marca-მ საკუთარ ვებგვერდზე მომხმარებლებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვის უნდა მიეკუთვნოს "ოქროს ბურთი" და გამარჯვებული ქარიმ ბენზემა გახდა.
მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდს ხმა გამოკითხულთა 38%-მა მისცა. "ბენზის" ხმები ბოლო პერიოდში მოემატა, როცა "ლა ლიგაში" ბრწყინვალე გამოსვლას "ერთა ლიგაზე" სასწაული გოლი და გამარჯვება მიაყოლა.
მეორე ადგილზე პსჟ-ისა და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი გავიდა, რომელიც ბენზემას 1%-ით ჩამორჩა.
შემდეგ მოდიან: ლევანდოვსკი (14%), რონალდო (4%), ჟორჟინიო (3%) და ნგოლო კანტე (2%).