საქართველოსთან წაგების შემდეგ კოსოვოელთა მწვრთნელი გადააყენეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოსთან 1:2 წაგების შემდეგ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის მწვრთნელთან, ბერნარ შალანდთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

ფედერაციის პრეზიდენტმა აგიმ ადემიმ პრესკონფერენციაზე შალანდს ერთა ლიგის რიგ მატჩებში გამარჯვებებისათვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს.

70 წლის შალანდმა განაცხადა, რომ კოსოვოში მუშაობით კმაყოფილი დარჩა და ყველასი მადლობელია.

შვეიცარიელი შალანდი კოსოვოს ნაკრებს 2018 წელს ჩაუდგა სათავეში და გუნდი ერთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.

კოსოვოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფში უკანასკნელ ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მარტო მწვრთნელი კი არა სპორტის მინისტრის გადაყენებასაც ითხოვენ. და ჩვენთან იგივე კოსოვოსთან წაგების მერე კობიაშვილიც სკამზეა და სანიოლის პიარიც კარგად მიდის. ასე თუ გაგრძელდა სან მარინო მალტა ლიხტენშტეინიც აღარ იკადრებს ჩვენთან წაგებას მალე
18
სათაური უნდა ეწეროს ასე - კოსოვო საქართველოსთან წაგების მერე მწვრთნელს აყენებს!!! დაარქვით ყველაფერს თავის სახელი
Poltergeisti.
20:28 13-10-2021
21

სიახლეები პოპულარული