მადრიდის "რეალი" ყოფილმა დამრიგებელმა ზინედინ ზიდანმა "ოქროს ბურთის" მოახლოებულ ცერემონიაზე ისაუბრა.
"ბენზემამ წელს "ოქროს ბურთი" დაიმსახურა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, მისი მწვრთნელობა დიდი პატივი იყო. კარიმს მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია.
ის ყველაზე მაღლა დგას და იმედი მაქვს, "ოქროს ბურთს" სწორედ მას მისცემენ. ამჟამად კარიმი ცაზე ამაღლდა. მე "ოქროს ბურთს" სწორედ მას გადავცემდი,"- უთხრა ზიდანმა Téléfoot-ს.
"ოქროს ბურთის" დაჯილდოვება 29 ნოემბერს პარიზში შედგება.