კასანო: რონალდო ტოპ 5-ეულშიც არ შედის

AutoSharing Option
"მანჩესტერის" თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, რაზეც კომენტარი იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ანტონიო კასანომ გააკეთა:

"კმარა ამაზე ლაპარაკი. რონალდო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია? ის ტოპ 5-ეულშიც არ შედის.

ჩემი აზრით, მესი, პელე, მარადონა, კრუიფი და რონალდო, ის, რომელიც ფენომენი იყო, სხვა დონისანი იყვნენ", - განაცხადა იტალიელმა BoboTV-ის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ