"ოკუპანტი რუსეთის "სპარტაკს" დამარცხებას ვუსურვებ" - განაცხადა უკრაინელმა კომენტატორმა პირდაპირ ეთერში

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "სპარტაკი" მოსკოვში 3:4 დამარცხდა "ლესტერთან". მატჩის დაწყების წინ უკრაინელმა კომენტატორმა სერგეი ლუკიანენკომ რუსები პირდაპირ ეთერში გამოლანძღა.

"საღამო მშვიდობისა, თქვენ მოსკოვში მოგესალმებით, ქვეყანა - აგრესორში, ქვეყანა - ოკუპანტში. ქვეყანა, რომელმაც ჩვენი საყვარელი სამშობლოს ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. ქვეყანა, რომელმაც უკრაინის აღმოსავლეთში ომი დაიწყო.

სამწუხაროდ, ამ ომში, გაეროს მონაცემებით, 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გასაგებია, რომ მე, როგორც უკრაინის მოქალაქე, გულითა და სულით ვუსურვებ "სპარტაკს" "ლესტერთან" წაგებას, რადგან სპორტმა არ შეიძლება ასახელოს რუსეთი - ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია მშვიდობიანად იცხოვროს მეზობლებთან,
მაგრამ როგორც კომენტატორი, ვეცდები მიუკერძოებლად ვიმუშაო", - ციტირებს ლუკიანენკოს Чемпион-Украина.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ყველგან საზომბეთია. . . მხოლოდ ეგზალტირებული უვიცი ახალგაზრდობის დანაშაულებრივ კომენტარებს უნთებთ მწვანეს. . . სამარცხვინოა ეს პორტალიც. . . ცენზურა ხომ?!. . . და უცენზურო როდის რა ნახეთ ჩემს კომენტარებში?. . . ანუ რაც არ უნდა დავწერო თუ რუსეთის ლანძღვა არ მოვაყოლე არ ჯდება ხომ თქვენეჯლ დემოკრატიში ბატონებო.სამაგიეროდ უვიცი და ეგზალტირებული თაობის ანტისახელმწიფოებრივი ბოდვებისთვის კარი ფართოდ გაქვთ გაღებული ხომ!!!. . .
Napoleoni
22:22 27-11-2021
0
ათრიეს სპარტაკი ჯიქიას თამადობით? ამოსდეს ოკუპანტის ეროვნული ნაკრების წევრს 4 გოლი!
ქორ-პარიკმახერი
13:23 22-10-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული