კვიპროსული კლუბი სიდედრის საერთაშორისო დღეს ქართველების გუნდთან მატჩისას ორიგინალურად აღნიშნავს

AutoSharing Option
კვიპროსის ლიმასოლის "არისმა" 24 ოქტომბერს სიდედრის საერთაშორისო დღის გულშემატკივრებთან ერთად აღნიშვნა გადაწყვიტა.

ამ ზეიმს ოფიციალური სტატუსი არ აქვს, მაგრამ მრავალ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია. დღესასწაული 1930 წელს აშშ-ში ხუმრობის სახით დაარსეს და შემდეგ მრავალ ქვეყანაში ზეიმობენ. პირველად ტეხასის შტატის ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორის ინიციატივით 1934 წელს აღნიშნეს და განაცხადეს, რომ სიდედრი მეორე დედაა.

მოკლედ, "არისი" ქართველების "აპოელთან" ჩემპიონატის მე-7 ტურის საშინაო მატჩზე სიდედრებს სტადიონზე უფასოდ ეპატიჟება.

"არისი" ოჯახური კლუბია. მამაკაცები თავიანთ მეუღლეებსა და მეგობარ გოგონებს ეპატიჟებიან, არენაზე ბავშვები მოჰყავთ, მაგრამ სიდედრის მიწვევა
რაღაც ეგზოტიკურია. მატჩებისას სიძეები ხომ იშვიათად ზრუნავენ სიდედრებზე. ამ უსამართლობას სიდედრის საერთაშორისო დღისას გამოვასწორებთ", - განაცხადა კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.

"არისი" წელს დაბრუნდა პირველ დივიზიონში, მეორე ადგილზეა, ხოლო "აპოელი", რომლის ღირსებასაც ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია იცავენ, მეათე პოზიციაზე იმყოფება.