29 ნოემბერს მესის მეშვიდედ გადასცემენ "ოქროს ბურთს"

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ლეო მესის მეშვიდედ მოიპოვა "ოქროს ბურთი", - ირწმუნება RTP-ი.

გამოცემის ცნობით, ამის თაობაზე მესის უკვე შეატყობინეს და მან "ფრანს ფუტბოლს" საზეიმო დაჯილდოების წინ ტრადიციული ინტერვიუ მისცა.

გასულ სეზონში მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ამერიკის თასის გამარჯვებული, ხოლო "ბარსელონაში" 30 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი 29 ნოემბერს პარიზში გაიმართება.

მესიმ დღეს მადრიდის კლინიკაში გამოკვლევა ჩაიტარა, პარიზში დაბრუნდა და "პარი სენ ჟერმენის" მტკიცებით, არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 17 ნოემბერს ბრაზილიის წინააღმდეგ ითამაშებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 23 /
რა საინტერესოა. აქ ხალხი პოსტავს ვისაც წარმოდგენა არ აქვს ოქროს ბურთს ფრანს ფუტბოლი როგორ ანიჭებს. პროცედურა ასეთია:
. ტარდება ღია გამოკითხვა რომელშიც მინაწილეობენ საფეხბურთო ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები და აგრეთვე წამყვანი საფეხბურთო გამოცემები. (საქართველიდან ასეთი იყო სარბიელი.ახლა ვინ არის არ ვიცი). თითოეული ასახელებს ვის აყენებს პირველ, მეორე და მესამე ადგილზე. შედეგები ჯამდება და ასე ვლინდება გამარჯვებული. ვინ ვის მისცა ხმა ღია ინფორმაციაა და ქვეყნდება მაშინვე იგივე ფრანს ფუტბოლში. ძალიან მდიდარი ფანტაზია უნდა ქონდეს ადამიანს რომ წარმოიდგინოს რომ ამდენ ადამიანს ვიღაც ჩამოურბენს და მოისყიდის და თან მაინცადამაინც ერთი ვინმე დარბის და ყიდულობს სხვებს კი ოქროს ბურთი არ უნდათ ან ფული არ აქვთ.))) ალბათ ჯგუფად დარბიან და აუქციონს აწყობენ არა?)))

ჯიჯი
12:13 13-11-2021
0
ჩემო უსაყვარლესო ფეხბურთელო! ძალიან მიხარია, რომ შენ გასახელებენ მთავარ ფავორიტად. ვინც შენ გმტრობს, ნამდვილად არ გაუხარდათ, მაგრამ შენს უამრავ გულშემატკივარს ნამდვილად გვეამაყები! დაე შენს ცხოვრებაში სულ გახარებული ყოფილიყავი. წარმატებები ლეგენდავ! 29-ში მოგველოცოს!
შენი ერთგული გულშემატკივარი ნონა.
17:02 06-11-2021
1

სიახლეები პოპულარული