პსჟ-ის თავდამსხმელმა ლეო მესის მეშვიდედ მოიპოვა "ოქროს ბურთი", - ირწმუნება RTP-ი.
გამოცემის ცნობით, ამის თაობაზე მესის უკვე შეატყობინეს და მან "ფრანს ფუტბოლს" საზეიმო დაჯილდოების წინ ტრადიციული ინტერვიუ მისცა.
გასულ სეზონში მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ამერიკის თასის გამარჯვებული, ხოლო "ბარსელონაში" 30 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
"ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი 29 ნოემბერს პარიზში გაიმართება.
მესიმ დღეს მადრიდის კლინიკაში გამოკვლევა ჩაიტარა, პარიზში დაბრუნდა და "პარი სენ ჟერმენის" მტკიცებით, არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 17 ნოემბერს ბრაზილიის წინააღმდეგ ითამაშებს.
. ტარდება ღია გამოკითხვა რომელშიც მინაწილეობენ საფეხბურთო ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები და აგრეთვე წამყვანი საფეხბურთო გამოცემები. (საქართველიდან ასეთი იყო სარბიელი.ახლა ვინ არის არ ვიცი). თითოეული ასახელებს ვის აყენებს პირველ, მეორე და მესამე ადგილზე. შედეგები ჯამდება და ასე ვლინდება გამარჯვებული. ვინ ვის მისცა ხმა ღია ინფორმაციაა და ქვეყნდება მაშინვე იგივე ფრანს ფუტბოლში. ძალიან მდიდარი ფანტაზია უნდა ქონდეს ადამიანს რომ წარმოიდგინოს რომ ამდენ ადამიანს ვიღაც ჩამოურბენს და მოისყიდის და თან მაინცადამაინც ერთი ვინმე დარბის და ყიდულობს სხვებს კი ოქროს ბურთი არ უნდათ ან ფული არ აქვთ.))) ალბათ ჯგუფად დარბიან და აუქციონს აწყობენ არა?)))