ბრაზილიელი ლეგენდის, სოკრატესის მიმართ ასეთი სიყვარული მისი უბრალოების ბრალია. ამ დღეს, 2011 წლის 5 დეკემბერს, საფეხბურთო სამყარომ უდიდესი დანაკარგი განიცადა..
ზოგადად დღევანდელ რეალობას რომ გადავხედოთ, წარმატებული ფეხბურთელის უკან გაჭირვება დგას, თუმცა ბრაზილიის ნაკრების ექსკაპიტნის შემთხვევა შედარებით განსხვავებულია.
სოკრატესი საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა. ფეხბურთი მის ცხოვრებაში ერთგვარ ჰობიდ გვევლინებოდა, ოცნებად კი ექიმობა ჰქონდა. წიგნებზე შეყვარებული ბავშვი განსატვირთავად და დაღლილობის მოსახსნელად ბურთს აგორებდა, თუმცა რა იცოდა, რომ გატაცება მომავალ პროფესიად იქცეოდა და ლეგენდარულ კაპიტნობამდე მიიყვანდა.
დრო გავიდა და სოკრატესი დიდი ფეხბურთელი გახდა, იღებდა სოლიდურ ანაზღაურებას, თუმცა სპორტსმენის კარიერით
ვერა და ვერ ცხოვრობდა, ეწეოდა დღეში 2 კოლოფ სიგარეტს, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ლუდის ქილებიც კი არ მოაშორა მაგიდიდან.
"ვეწევი, ვსვამ და ვფიქრობ" - განაცხადა გამოჩენილმა ფეხბურთელმა. უხეშად რომ ვთქვათ, "სელესაოს" ექსკაპიტანმა ბირჟის ბროკერის სიტყვები გამოიყენა, თუმცა სინამდვილეში ხომ მართლაც ასე იყო.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ბუნებაში ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ყველას "ფრენა" მეტ-ნაკლებად ერთნაირად შეუძლია, დროდადრო კი ვითარდებიან, ვითარდებიან და ვარსკვლავების სიმაღლემდე ადიან. ვუყურებთ მათ და ვხედავთ მღელვარებას, სიდიადესა და მათში არსებულ ქარიშხალს, რომელიც არათუ კლავს, არამედ აბედნიერებს. ბრაზილიელი შემტევი იმდროინდელ (არამხოლოდ) გულშემატკივარს საკუთარი თამაშით ერთგვარ სიამოვნებას ანიჭებდა.
"მათ, ვინც გამარჯვებას ეძებს, უნდა შეესაბამებოდეს" - ამბობდა ფეხბურთელი და ეს გამოთქმა მხოლოდ სპორტს არ ეხებოდა...
სოკრატესი ფეხბურთს, როგორც ცეკვის ერთ-ერთ სახეობას, ხოლო სათამაშო მოედანს თვითგამოხატვის ფორმად აღიქვამდა. შედევრის შესაქმნელად ბურთი ისევე სჭირდებოდა, როგორც ხელოვანს ფუნჯი...
იტალიაში მოგზაურობისას სოკრატესმა მიზნად დაისახა, რომ იქ აუცილებლად უნდა ადაპტირებულიყო. ფეხბურთელი თვლიდა, რომ ბრაზილიური ცხოვრების იდეალიზება სისულელე იყო. რასაც სამხრეთ ამერიკაში სწორად მიიჩნევდა, შესაძლებელი იყო, რომ ევროპაში არ მომხდარიყო. ამიტომაც მიჩვევა იყო საჭირო, თუმცა ბალანსი მშობლიურსა და ევროპულს შორის არ უნდა არეოდა. და ლეგენდამ "ფიორენტინაში" შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება დაიწყო.
იტალიაში მოგზაურობისას სოკრატესმა მიზნად დაისახა, რომ იქ აუცილებლად უნდა ადაპტირებულიყო. ფეხბურთელი თვლიდა, რომ ბრაზილიური ცხოვრების იდეალიზება სისულელე იყო. რასაც სამხრეთ ამერიკაში სწორად მიიჩნევდა, შესაძლებელი იყო, რომ ევროპაში არ მომხდარიყო. ამიტომაც მიჩვევა იყო საჭირო, თუმცა ბალანსი მშობლიურსა და ევროპულს შორის არ უნდა არეოდა. და ლეგენდამ "ფიორენტინაში" შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება დაიწყო.
1984/85 წლებში "იებს" კაპიტნის, ჯანკარლო ანტონონის გარეშე მოუწიათ თამაში, რადგან ფეხბურთელს მძიმე ტრავმა ჰქონდა. სხვა რა გზა ჰქონდათ იტალიელებს, დაიწყეს შემცვლელის ძიება და იდეალურ ვარიანტს მიადგნენ... როგორც იწერება, ზაფხულშივე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოკრატესს სამშობლოს დატოვება პოლიტიკურმა წარუმატებლობამ აიძულა.
იტალიაში ამ დროს ლეგენდარული შემტევის თანამებრძოლების ბანდა შეიკრიბა - ზიკო, ფალკაო, ტონინიო სერეზო. სწორედ მათთან ერთად მოხდენილად და მშვიდად შეძლო და გავიდა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პერიოდში.
რა თქმა უნდა, ინტერესს მხოლოდ "ფიორენტინა" არ იჩენდა, იქვე იყო "რომაც", თუმცა ჭეშმარიტი ფილოსოფოსის გულგრილობის გამო არჩევანი დედაქალაქელების საწინააღმდეგოდ მიიღო. სოკრატესის თქმით, ფეხბურთი ლამაზ ქალაქში უნდა ითამაშო, რომი კი ფლორენციას არც კი შეედრებოდა.
მაშინ დაიწყო "იების" იმდროინდელი მთავარი მწვრთნელისთვის, დე სისტისთვის ტანჯვა, "რომას" გულშემატკივრები კი მშვიდად კითხულობდნენ, თუ რაოდენ დიდი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. როგორც ცნობილია, სპეციალისტს ბრაზილიელი სიგარეტით ხელში არაერთხელ დაუჭერია, ეუბნებოდა საყვედურს, თუმცა სინამდვილეში თვითონვე იცოდა, რომ რაიმის თქმას აზრი არ ჰქონდა - იგივე ამბავი წინ დახვდებოდა, როგორც მეორე დღეს, ისევე 1 კვირის შემდეგ... ასე გაგრძელდა ფლორენციული ზღაპრის დასრულებამდე... ყველაფერი ნათელი იყო, მსგავსი კალიბრის ფეხბურთელს არასპორტულ საქციელს ვერ გადააჩვევდი, ეს ყველაფერი ხომ სამხრეთამერიკელებისთვის დამახასიათებელი სენია, მისი შემოქმედება კი მოედანზე მასთან და მის გარეშე ერთნაირი იქნებოდა...
სოკრატესის ევროპული ზღაპარი მალევე დასრულდა, მოგონებად კი არა ისტორია, არამედ რამდენიმე ხუმრობა და კრიტიკის აუტანელი ნაკადი შემოგვრჩა. საინტერესოა, რა იყო მიზეზი, რასაც ფეხბურთელს უწუნებდნენ? ევროპელების აზრით, სპორტსმენი ნელი სტილით თამაშობდა, თუმცა რა იყო ამის მიზეზი? ბრაზილიელმა თავისი უნიკალური ნიჭი არ დაკარგა, მოედანზე ნაბიჯის გადადგმამდე ცდილობდა გაეაზრებინა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო მისი შეცდომის ფასი. სამხრეთამერიკელის აზრით, ყველაფერს ისე უნდა შეხედო, როგორც ფილოსოფოსები აკეთებენ... ამასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს იტალიელების "მოედნის მუშაკებთან" შედარება მოჰყვა, რაც მისი მოგზაურობის კულმინაცია იყო...
და მაინც, სოკრატესს თავგანწირვა შეეძლო, ეს ხომ 2 წლით ადრე ვნახეთ...
1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოვიდა. მიუხედავად იტალიელებთან მარცხისა, ადამიანები მაინც აქებდნენ. "სელესაოს" მიერ გულშემატკივრისთვის ნაჩუქარი სპექტაკლი მღელვარებას იწვევდა. ამ სიხარულმა და აღფრთოვანებამ საფუძველი სასტიკ რიტმს დაუთმო... თამაში წარმოდგენას ემსგავსებოდა, მაყურებელი კი დაუმთავრებელ ორგაზმს განიცდიდა. ამ დროს საბჭოელთა კარზე განგაშის ზარმა ჩამოჰკრა.
თუ სოკრატესის ამ ტურნირისთვის გულმოდგინე მომზადებას შევხედავთ, მაშინ გარკვეული დისონანსი წარმოიქმნება კონკრეტულ საკითხებზე. ბრაზილიელმა სიგარეტის მოწევა შეწყვიტა, ჭარბი ოდენობით ალკოჰოლი კი შეამცირა. ადამიანები ხედავდნენ, თუ როგორია მიზნისკენ სწრაფვა... მაშინ "სელესაოს" მთავარი მწვრთნელი ტელე სანტანა ფეხბურთელს სიგარეტის მოხმარებაზე ესაუბრებოდა... მის შექებას კი ინტერვიუებში არ ერიდებოდა.
"თუ სოკრატესი ისევე შეხედავს საკუთარ თავს, როგორც ამას ზიკო აკეთებს, რომელიც არ ეწევა, მაშინ ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელს მივიღებთ".
და რა გამოიწვია სიგარეტისთვის თავის დანებებამ? ჭარბი წონა... ფიზიკური მომზადების მთავარი მწვრთნელი გილბერტო ტიმი საცოდავ ათლეტს ვარჯიშში "ახრჩობდა", ხან მეტიც კი მოსდიოდა, რის შემდეგაც ფეხბურთელებს უფლებას აძლევდა, რომ მოედნის გარეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავიანთი სურვილისამებრ ემოქმედათ. მსგავსმა შრომამ კი ფანტასტიკური შედეგი გამოიღო - სოკრატესი 30 მეტრს გუნდში ყველაზე სწრაფად ფარავდა... თუმცა სამხრეთამერიკული სინდრომი სინდრომად რჩებოდა... მაგალითად, ტონინიო შხაპის შემდეგ ლიქიორს სვამდა, ფეხზე დგომასა და მსგავს წარმატებას ალკოჰოლს აწერდა... არადა...
ამიტომ სოკრატესის გამძლეობა გასაკვირი იყო. კაპიტანმა გეზი შეიცვალა და მასირებულად დიდებულებას შეუტია...
პოლიტიკური ჩარევების გარეშე სოკრატესი საკუთარ თავს არ დაკარგავდა. შეგახსენებთ მის ცნობილ სიტყვებს:
ამიტომ სოკრატესის გამძლეობა გასაკვირი იყო. კაპიტანმა გეზი შეიცვალა და მასირებულად დიდებულებას შეუტია...
პოლიტიკური ჩარევების გარეშე სოკრატესი საკუთარ თავს არ დაკარგავდა. შეგახსენებთ მის ცნობილ სიტყვებს:
"ჩემი პოლიტიკური გამარჯვება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმატება საფეხბურთო სამყაროში. მატჩი 90 წუთი მიმდინარეობს, ცხოვრება კი გრძელდება".
და მაინც, რას ითვალისწინებდა ლეგენდის პოლიტიკური ხედვა?
სოკრატესი მის ქვეყანაში მორჩილების "რკინის ბორკილების" გამო აღელვებული იყო, თვითონ სპორტსმენმა კი კარგად იცოდა, თუ რამდენს ნიშნავდა ფეხბურთი ბრაზილიისთვის... სწორედ ამიტომ სცადა გამოეყენებინა ეს ფაქტორი, რათა ყოფილიყო შუამავალი და მიეტანა ხალხის აზრი პოლიტიკოსებისთვის.
ალბათ, მსგავს ხედვაში გარკვეული ეგოიზმიც ფიგურირებდა... ის საკუთარი კომფორტის ზონიდან არ გამოდიოდა... მეტიც, ცდილობდა არ დაერღვია ის, თუნდაც მის პირველ გაპროტესტებაში, როდესაც ფეხბურთელებს სასტუმროში აკავებდნენ და ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ (ზუსტად ისე, როგორც ციხეში)... მსგავსი სტილის პროტესტის მიუხედავად, მის მიერ დაარსებული ორგანიზაცია (Corinthians Democracy) იზრდებოდა... ოღონდ არა ნელა, პირიქით, ელვისებური სისწრაფით. ამ გაერთიანებაში მყოფი ადამიანები ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ დემოკრატია და გადაწყვეტილების მიღებისას მონაწილეობა ყველა მათგანს მიეღო.
1982 წლის ნოემბრის თვეში წარმოდგენილი პერფორმანსი ყველაზე ცნობილი იყო. მოედანზე მოსულ მაყურებელს თვალწინ უცნაური რამ გადაეშალათ. ფეხბურთელებს მაისურზე წარწერის სახით არა სახელი, არამედ "მიეცით ხმა 15-ს" ეწერათ. ამ ყველაფერმა დიდი ეფექტი მოახდინა. ხალხმა დაინახა, რომ ისინი ამ საქციელით მათ მხარში დგომისკენ მოუწოდებდნენ, გულშემატკივარი კი საბოლოოდ დაუფიქრდა, რომ მათ თავისუფლებას იძულებით ართმევდნენ...
ფეხბურთელის კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა, დაემშვიდობა ჰობის და შეუდგა საქმეს: მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, გამომუშავებული ფულით ერთ-ერთი საავადმყოფოს რეკონსტრუქცია დაასრულა, სადაც დასაქმდა კიდეც და კაბინეტში სოკრატეს ბიუსტი დაიდგა. როგორ უცნაურადაც უნდა ჩანდეს, ფეხბურთელმა, რომლის წვლილი სამხედრო დიქტატურის დამხობაში უზარმაზარია, ვერ დაძლია ალკოჰოლიზმი. 2011 წლის 4 დეკემბერს სოკრატესი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზუსტად იმ დღეს "კორინთიანსმა" ბრაზილიის ეროვნული ჩემპიონატი მოიგო.
და, რა თქმა უნდა, პელე, რონალდო, რონალდინიო სოკრატესზე უკეთესი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ იყვნენ კი ისეთი დიდებულები, როგორიც სოკრატესი?
და, რა თქმა უნდა, პელე, რონალდო, რონალდინიო სოკრატესზე უკეთესი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ იყვნენ კი ისეთი დიდებულები, როგორიც სოკრატესი?
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
ორი სუსტი წერტილი (პერესი, სერჟინიო) სრულიად გადაფარული იყო სხვა ჯადოქრების შესრულებით. სოკრატესი, ზიკო, ფალკაო, ტონინიო სერეზო - მსგავსი ელეგანტური და შემოქმედი ნახევარდაცვა ალბათ არასდროს არავის ყოლია - ფალკაოს გოლი ძოფის კარში ეს იყო მაგალითი, როგრო უნდა ესმოდეთ ფეხბურთელებს ერთმანეთის. ედერის გოლი "იმ"ქვეყნის კარში კი (სოკრატესის ბურთის გატარების ჩათვლით) - ჩემთვის ულამაზესია მთელ საფეხბურთო ისტორიაში.
კუთხური, რომლის შედეგადაც როსიმ მესამე გოლი გაიტანა, პერესის შენელებული აზროვნების შედეგიც იყო.
ეგ ისეთი ჩამოთვალე, სოსო-ბატონო, რომ ფეხბურთი "მომშივდა"
კომენტარების წაკითხვის მერე, ერთს ვიტყვი, ვინც ვპოსტავთ, რა ბებრები ვყოფილვართ. ))) ჯანმრთელობას გისურვებთ, გაიხარეთ!
Italiam ki is chempionati damsaxurebulad moigo. Ra wesebic iyo im wesebit gavida jgufidan da mere yvela favoriti miwastan gaaswora miyolebit, sxva ra unda eqnat makaronikebs sainteresoa.