ბო*ები, მოღალატეები - არგენტინული სერიალი "ვანდა ნარა და სასიყვარულო სამკუთხედი" გრძელდება

AutoSharing Option
ვანდა ნარა თავის მეორე მეუღლეს, პსჟ-ის თავდამსხმელ მაურო იკარდის იმის გამო დასცილდა, რომ მან მოდელ ევგენია "ჩინო" სუარესთან გააბა რომანი. თუმცა ვანდა საკმაოდ ჭკვიანი ქალია და ფინანსურად დაზარალებული არ გამოვა. მან სუარესს ბოზ*ი უწოდა და გაშორების შემდეგ მოღალატე იკარდისგან 90 მილიონი ევრო მოითხოვა.

ვანდა ამითაც არ დაკმაყოფილდა და თავის პირველ ქმარს, 37 წლის მაქსი ლოპესს ეწვია (იტალიის სერია D-ს "სამბენედეტესში" თამაშობს), რომელთან ერთადაც სამი ვაჟიშვილი ჰყავს (იკარდისთან ორი ქალიშვილი)
და მათთან ერთად გადაღებული ფოტო "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.

ვანდა ტყუილად არაფერს აკეთებს და ეს ვიზიტიც ერთობ მომგებიანი გამოუვიდა - ლოპესს ფინანსურ საკითხზე შეუთანხმდა და არგენტინის ჟუჟუის პროვინციაში, ქალაქ სანტა-ბარბარაში, ლოპესის სახლი ვანდას გადაეცა. ადრე ქალის ადვოკატი ანა როზენფელდი ამის მიღწევას სასამართლოს გზით ცდილობდა.

ამ სამსართულიანი სახლის ღირებულება 2 მილიონი დოლარია. იქ 5 აბაზანა, 2 ავტოფარეხი და 5 საძინებელი ოთახია, ხოლო მიწის ფართობი 1 800 კვადრატული მეტრია.

ვიცით რა ვანდას დაუცხრომელი ბუნება და ხასიათი, სავარაუდოდ, ამით არ დაკმაყოფილდება და კვლავ არაერთხელ შეგვახსენებს თავს, როგორც სასიყვარულო, ისევე ფინანსურ ფრონტზე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მიდი ვანდა შეუბერე, ამაზეა ნათქვამი მაინც მიწამ უნდა შეუჭამოსო
გიო
13:02 10-11-2021
0
ვერაფერი გავიგე, იკარდიმ უღალატა და ბაითი ლოპესს დააწერა?Dდდდდდდდდდდდდ
1

სიახლეები პოპულარული