მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთის ნაკრებმა ათენში საბერძნეთი 1:0 დაამარცხა.
გოლი 26-ე წუთზე პენალტით ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველმა პაბლო სარაბიამ გაიტანა.
B ჯგუფში, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი 7 ქულით, ალბათ, მეოთხე ადგილზე გავა, 16 ქულით ლიდერი ესპანეთია, რომელსაც 1 ქულით შვედეთი ჩამორჩება, ხოლო საბერძნეთი 9 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩება.
14 ნოემბერს "ფურია როხა" "ტრე კრუნურს" სევილიაში უმასპინძლებს და ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად და მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად ფრეც აწყობს.
"საქართველომ და სარაბიამ ესპანეთი გაალიდერეს. ყატარს მივუახლოვდით", - წერს as-ი.
"Viva Georgia" - ასათაურებს "მარკა" საქართველოსა და შვედეთის მატჩის მიმოხილვას და დუბლის ავტორ ხვიჩა კვარაცხელიას მადლობას უხდის.
"მუნდო დეპორტივო" აცხადებს, რომ კვარაცხელია ესპანეთის მოულოდნელი გმირია, რომელმაც შთაბეჭდავი "სლალომით" დალაშქრა შვედების კარი, ჭკვიანია, მოხერხებული, სწრაფი და გაბედული.
30წელია ხან ინგლისი გაგვყვავს ხან ესპანეთი მსოფლიოზე სხვის წისქვილზე როდემდე უნდა ვასხათ წყალი ბოლო ტურებში ჩვენ როდის დავასხათ საკუთარ წისქვილზე წყალს
თქვწნ მაინც მოაშორეთ რუსეთის ჩემპიონარატს.
მაგრამ მგონი- ხვიჩა ინგლისში უფრო განვითარდება- წარმატებული იქნება.