„როგორი სამწუხარო სიახლე!“ - უკრაინელებმა რუსების დამარცხებით გაიხარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის უკანასკნელ ტურში ხორვატიამ სპლიტში რუსეთი 1:0 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მუნდიალზე გავიდა, ხოლო რუსეთს საგზურის მოსაპოვებლად პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა.

მატჩისას კოკისპირულად წვიმდა, ხილვადობა დაბალი იყო, მოედნის მდგომარეობა კი - საშინელი. მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა სტუმართა მეკარე საფონოვი. თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხორვატთა გასაკეთებელი საქმე რუსთა მცველმა კუდრიაშოვმა გააკეთა, რომელმაც უწყინარ სიტუაციაში 81-ე წუთზე ბურთს საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი.

მატჩის უკრაინელი კომენტატორი სიხარულისგან კინაღამ
გადაირია, ხოლო ua-football-მა მიმოხილვა ირონიულად დაასათაურა: „როგორი სამწუხარო სიახლე! ხორვატია-რუსეთი 1:0“.

ხორვატიულმა გაზეთმა VECERNJI LIST-მა წერილი გამოაქვეყნა სათაურით: „მადლობა, რუსეთო!“.

მკითხველის კომენტარები / 6 /
საბჭოთა კავშირში გაზრდილი ვარ და მთელი ჯეელობა მას და მერე რუსეთს სპორტის ყველა სახეობაში ვქომაგობდი. მაგრამ, მის მერე, რაც გაგვიკეთეს, რა "აზროვნების" არიან, აბსოლიტურად უკურეაქცია დამეწყო და ნებისმიერ სახეობაში მათ დამარცხებას იმდენად საოცარი ჟინით ველოდები და ვღებულობ, მეც მიკვირს. მაგრამ ფაქტია, ამ რეგვენმა ქვეყანამ ორი თავისი ყველაზე ახლო მეზობელს, საქართველოს და უკრაინას, ისეთი რამე გაუკეთა, გერმანელების ფრაზა ზუსტი ყოფილა - ესენი არიან ღორები!
უტა
15 ნოემბერი 2021 12:53
0
მეც ძალიან გამიხარდა და ვიყვირე კიდეც რომ გაედო რუსეთს, მინდოდა ჯიქიას გაეტანა საკუთარ კარში... რამე პრობლემაა? #რუსეთიოკუპანტია
ზვიადი
15 ნოემბერი 2021 10:43
1
მეც რამდენი ხანია ჯიქიას ავტოგოლს ველოდები.. ;დ
ახლა ფლეი-ოფში კიდევ აქვს შანსი რომ გაგვახაროს!
ქუთაისელი
15 ნოემბერი 2021 12:45
1
მოღალატე ჯიქიასნაირებზე აწყობილ ღრუსებისნაკრებს პერსპექტივა ნოლი
Suxumchanin
15 ნოემბერი 2021 10:17
0
სლავებშინ ყველაზე აგრესიულები რუსები არის, ყველაზე ყველაზე უზნეოები პოლონელები, ყველაზე დაბალი დონის - უკრაინელები. დანარჩენები არც იქით, არც აქეთ.
ლევანი
15 ნოემბერი 2021 01:32
33
ნამდვილი "რუს" არის კიევი, მოსკოვიტები მთლად სლავები არ არიან, მოსკოვიტები ნაზავი არიან ფინო-უგრული, მონღოლო-თათრული და სლავური ხალხების.
kaxa
15 ნოემბერი 2021 02:59
1

სიახლეები პოპულარული