ერთა ლიგის A ჯგუფის ნახევარფინალში ხორვატიამ გასვლაზე ნიდერლანდები დამატებით დროში 4:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა, რომელიც კვირას ჩატარდება.
ხორვატიის ეროვნული გუნდი უკეთ თამაშობდა, თუმცა ნიდერლანდელებმა თამაშის დამატებით დროში გადაყვანა შეძლეს, სადაც უკვე ზლატკო დალიჩის შეგირდებმა მეტოქე დაჯაბნეს.
ნიდერლანდებმა ოფიციალურ მატჩში საკუთარ მოედანზე 4 გოლი 118 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.
ფინალში ხორვატია იტალიასა და ესპანეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ეს მატჩი 15 ივნისს ენსხედეში გაიმართება.
როტერდამი. "დე კუიპი"
ნიდერლანდები - ხორვატია 2:4 (ძირ. დრო 2:2)
გოლები: 1:0 მალენი (34), 1:1 კრამარიჩი (55, პენ), 1:2 პაშალიჩი (72), 2:2 ლანგი (90+6), 2:3 პეტკოვიჩი (98), 2:4 მოდრიჩი (116, პენ)