რამოსი მუნდიალზე არ წაიყვანეს - "ბოროტმოქმედი" და შექსპირის პერსონაჟი, რომელსაც თამაში 40 წლამდე სურს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კატარში წამსვლელთა სია გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ "ფურია როხას" ერთ-ერთი ლეგენდა, სერხიო რამოსი, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს, ის სიის მიღმა დარჩა.

გთავაზობთ სტატიას, რომელიც 2021 წელს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის წინ მომზადდა...

იაგო შექსპირის უნიკალურად ბოროტი პერსონაჟია. ოტელოს მთავარი ანტაგონისტი წინსვლისთვის შეთქმულებებსა და მკვლელობებს არ აწყობს; სამაგიეროდ, მისი "უძრავი ბოროტება“ თვითმკვლელობას, ნგრევასა და განადგურებას იწვევს. იაგოს არ სურს მხოლოდ დაინახოს, თუ რა ხდება, როდესაც სამყარო იწვის - მას ასანთის ღერებიც აქვს.

სერხიო რამოსი უკვე დიდი
ხანია ჩამოყალიბდა, როგორც ფეხბურთის "იაგო": გაურკვეველი მორალური კომპასის მოთამაშე, რომელიც ემორჩილება ბნელ ხელოვნებას არა იმიტომ, რომ ასე სურს, არამედ ეს ბუნება მისთვის მთავარი გამარჯვებაა, ხოლო დანარჩენი - გვერდითი მოვლენა. 
მადრიდის "რეალის" კაპიტანსა და ამჟამად პსჟ-ის ფეხბურთელს მაკიაველური გონება აქვს. ის, ფაქტობრივად, ბოლო 15 წლის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია - ამ ამპლუის მოთამაშისთვის ძალიან ბევრი გოლი გაიტანა და უამრავი მნიშვნელოვანი თასიც მოიპოვა.

ესპანეთის ნაკრების 35 წლის უკვე ყოფილ კაპიტანსა და ერთი შეხედვით, ყველაზე საჭირო ფეხბურთელს, მიუხედავად იმისა, რომ წლის მანძილზე ტრავმებს ებრძოდა - "ევრო 2020"-ზე მორიგი რეკორდის დამყარება სურდა. ტურნირის დაწყებამდე სერხიოს სულ რაღაც ოთხი მატჩი აკლდა, ეგვიპტელი ნახევარმცველის, აჰმედ ჰასანის ყველა დროის საერთაშორისო რეკორდი (184 მატჩი) მოეხსნა. ჯგუფური ეტაპის წინ, ამხანაგური შეხვედრებში რომ ეთამაშა, რამოსი უკვე ყველა დროის ლიდერი ხდებოდა.

სერხიოსთან ტელეფონის ზარმა დარეკა. კვირას, 23 მაისის საღამოს, ესპანეთის თავკაცმა ლუის ენრიკემ თავის კაპიტანს უთხრა, რომ განაცხადში არ იქნებოდა. რამოსს რეკორდის გასაუმჯობესებლად ლოდინი მოუწევს... ალბათ, სამუდამოდ.

"ეს რთული გადაწყვეტილებაა, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა, მაგრამ აშკარად მჯერა, რომ ეს გუნდისთვის საუკეთესო ნაბიჯია, - განაცხადა ენრიკემ და იქვე აღნიშნა: - ეს არ ნიშნავს დასასრულს და სერხიომ უნდა გამოიყენოს ზაფხული, რათა ძალები 100 პროცენტით აღიდგინოს, განაგრძოს კლუბში გამოსვლა და მომავალში ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშოს".

რა თქმა უნდა, ჩვენ რამოსის თამაშით ვტკბებოდით. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი "ჩელსის" წინააღმდეგ "სამეფო კლუბის" მაისურით მისი უკანასკნელი შეხვედრა იქნებოდა. ამას ნაკრებში მისი მოულოდნელი არმიწვევაც დაემატა. ჩვენ შეგვიყვარდა ფეხბურთის საუკეთესო "ბოროტმოქმედი"? - ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელი იყო, კიდევ დიდხანს არ წასულიყო...

ესპანელი მცველი ყოველთვის დიდებისთვის იყო "განწირული" - დაიბადა ანდალუსიაში, სამხრეთ ესპანეთის ხარების ბრძოლაში. თავდაპირველად მან 2004 წლის ევროპის U19 ჩემპიონატი მოიგო - დავიდ სილვასა და რობერტო სოლდადოსთან ერთად.

ეს ნიჭიერი თაობა - მოკავშირე იყო კიდევ სამი-ოთხი წლით უფროსებთან: იკერ კასილასი, ანდრეს ინიესტა, ფერნანდო ტორესი და ხავი - გუნდის ხერხემალი. მათ ორ ევროპისა და ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვეს.

რაც უნდა უცნაურად გეჩვენებოდეთ, "ფურია როხაში" რამოსის დებიუტი საკამათო იყო. მან პირველი სეზონის მხოლოდ ნახევარი გაიარა, როგორც "სევილიას" სტაბილურმა მოთამაშემ, როცა მაშინ მარჯვენა მცველი ლუის არაგონესმა 2005 წლის მარტში, ჩინეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში გამოიძახა. ის 55 წლის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. ”არ მაინტერესებს, რომ 18 წლისაა, - ჩაიბურტყუნა ტიპურად უხეშმა არაგონესმა, - ის ხომ ესპანეთის ჩემპიონატში ყოველ კვირას თამაშობს".

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის რამოსი "ფურია როხას" წევრი გახდა. ამ დროს "სევილია" მადრიდის "რეალში" გაცვალა - გაბედული ღალატი, რომელიც არც მას და არც მის ოჯახს "რამონ სანჩეს პისხუანზე" არ აპატიეს. თუმცა, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის არაგონესი თავისი მოთამაშით კმაყოფილი არ იყო - ზედმეტად ცივი სერხიო ყოველ დილით საუზმეზე აგვიანებდა, ღიმილისა და პატივისცემის გარეშე იქცეოდა.

რამოსი შვედეთის წინააღმდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაჩერებლად იბრძოდა, არაგონესმა მას ამის უფლება მისცა. "სერხიო შესანიშნავი ბიჭი და პროფესიონალია, მაგრამ არის გარკვეული ქცევის კოდექსები, რომლებიც მან უნდა დაიცვას", - თქვა შემდეგ მწვრთნელმა. "ეს არ ეხება მის თამაშს, არამედ - ცხოვრებას მოედნის მიღმა".

რამოსი სწრაფად ადაპტირდა და თავიც გამოიჩინა. მოგვიანებით აღიარა: "ყველა მწვრთნელიდან, რომელიც ესპანეთში მყავდა, არაგონესმა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა", მართლაც, ლეგენდარული მწვრთნელი იყო პასუხისმგებელი რამოსის მხრიდან საყვარელი ხრიკის დაუფლებაზე - მსაჯებისთვის სახელები შეცდომით ეთქვა.

2021 წლის მარტში "რეალის" "ელჩესთან" (2:1) მოგების დროს, რამოსმა შეხვედრის არბიტრს მიმართა: "ეს ისეთი მკაფიო პენალტია. საოცრებაა, რომ მან ხელი არ მომტეხა. შეხედე, ხუან" - წუწუნებდა "ლოს ბლანკოსის" კაპიტანი. "მე ხორხე მქვია", - ჩაისუნთქა მსაჯმა ფიგეროა ვასკესმა.

არაგონესი ვისენტე დელ ბოსკემ შეცვალა. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მიუხედავად ტრავმისა, რომელიც რამოსმა მისი ქვეყნის შვეიცარიასთან მოულოდნელი მარცხის დროს მიიღო, ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ესპანეთის ნაკრებმა დარჩენილ ექვს მატჩში ხუთში კარი მშრალად შეინარჩუნა.

სერხიოს შთაგონება ანტონიო პუერტასი, მისი ბავშვობის მეგობარი იყო - 15-ნომრიან მაისურსაც მის საპატივცემულოდ ატარებს.

თუკი რომელიმე საერთაშორისო ტურნირი რამოსის ბრწყინვალებას ხაზს უსვამს, ეს "ევრო 2012"-ია, როცა პიკესთან ერთად ცენტრალურ მცველად ითამაშა - ჭორების მიუხედავად, ისინი რეალურად კარგად აფასებდნენ ერთმანეთის გამარჯვებისკენ სწრაფვას - რამოსი სათავეში ჩაუდგა უკანა ხაზს, რომელმაც არავის არაფერი დაუთმო.

Sportall.Ge

პორტუგალიასთან ნახევარფინალურ შეხვედრაში სერხიომ იცოდა, რომ მეკარეს რუი პატრისიოს კუთხის არჩევა უყვარდა და გადაწყვიტა, პანენკა დაერტყა. წარმატებაში იმდენად დარწმუნებული იყო, რომ წინა დღეს ამაზე არც კი ივარჯიშა და თავისი გეგმები მხოლოდ ხესუს ნავასს გაანდო. ეს იყო კლასიკური რამოსი - გააზრებული, "პანტომიმის ბოროტმოქმედი".

"ევრო 2012" რამოსის ბოლო საერთაშორისო წარმატებად რჩება, მაგრამ ის უკვე ევროპული საკლუბო ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე გახდა - სწორედ მან გაიტანა გოლი 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში 92:48 წუთზე - ის შეხვედრის რჩეული გახდა. კაპიტანმა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ 2016 წლის ფინალშიც გაიტანა - პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ზედიზედ სამჯერ გამარჯვება, თანაც კაპიტნის რანგში...

რამოსს კარიერაში 26 წითელი ბარათი აქვს მიღებული, მათ შორის - 20 "ლა ლიგაში", რაც რეკორდული მაჩვენებელია. სერხიო 2018 წელს სალაჰისთვის მხრის მოკვეთას არ აპირებდა, მხოლოდ ის სურდა, "ლივერპულის" საუკეთესო მოთამაშეს ეცნობებინა, რომ თამაშში იყო. "დარჩენილია მხოლოდ [რობერტო] ფირმინომ თქვას, რომ გაცივდა, რადგან ჩემი ოფლის წვეთი მასზე დაეცა" - თქვა "რეალის" მოთამაშემ ფინალის შემდეგ.

როდესაც "სამეფო კლუბი" მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგას "ბერნაბეუზე", "აიაქსთან" (1:4) გამოეთიშა, ტრიბუნებზე რამოსი ჩანდა, რომელმაც პირველი მატჩის 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი განზრახ მიიღო. "ამაზონის" კამერები დოკუმენტური ფილმისთვის მის ყოველ ნაბიჯს იღებდნენ და ეს კარგად დააფიქსირეს.

"ჩვენ მოგვენატრება ის და მისი მსგავსი პერსონაჟები, როდესაც კარიერას დაასრულებენ, - წერს Marca. - ის სხვას არ ჰგავს და სწორედ ეს ხდის ფეხბურთს განსაკუთრებულს. საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს, ვინ არის სერხიო რამოსი. თქვენ ან მოგწონთ ის, ან არა, მაგრამ არ შეგიძლიათ უარყოთ, რომ ის აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა თავისმა გუნდმა მაქსიმუმი მიიღოს.

Sportall.Ge

რამოსი სურვილს არ მალავს, 40 წლამდე ითამაშოს და მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდეს - ეს კიდევ ერთი რეკორდი იქნება: "მე მაქვს შინაგანი ბრძოლა ჩემი ასაკისა და ჩემი სხეულის წინააღმდეგ, რომელიც მოვიგე და გამარჯვებას ისევ ვაპირებ", - ამბობს ის. "რეალის" ყოფილმა ფორვარდმა, მთავარმა მწვრთნელმა და გენერალურმა მენეჯერმა ხორხე ვალდანომ აღნიშნა: "დარწმუნებული ვარ, სერხიო მიიჩნევს, რომ უკვდავია".

ყატარის 2022 წლის მუნდიალის მიღმა იქნება თუ არა, ეს ვერ გადაწყვეტს რამოსის უკვდავებას. მან აირჩია დუმილი, პატიმრობა და გადასახლება, ვიდრე აეხსნა თავისი გადაწყვეტილების მოტივები... იაგოს გარეშე ოტელო არაფერს წარმოადგენდა.

თქვენ გაინტერესებთ, შეუძლია თუ არა ფეხბურთის მოთამაშე იაგოს, რომელიც "პანტომიმის ბოროტმოქმედია", ოდესმე დატოვოს ის სპორტი, რომელიც უყვარს?

ომზადებულია fourfourtwo-ს მიხედვით

altსერხიო რამოსი ღირსეულად არ იქცევა - პსჟ უკმაყოფილოა

altსერხიო რამოსი - მესის თანაგუნდელობაზე: ეს რომ ადრე ვინმეს ეთქვა...

alt1904 წლის შემდეგ პირველად - რამოსის წასვლის შემდეგ დიდხნიანი ტრადიცია დაირღვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
Erik garsia waiyvana tipma da ramosi datova
L.J .
17:20 11-11-2022
1
მშვენიერი სტატიაა.. რამოსი ერთერთი საუკეთესო მცველია ფეხბურთის ისტორიაში.. იმსახურებს ნამდვილად რეკორდის მოხსნას.. იმედია მისცემს მწვრთნელი ამის საშუალებას.. ჰალა მადრიდ...
geo-geo
15:17 11-01-2022
1

სიახლეები პოპულარული